ნახეთ: ბილი აილიში Met Gala-ზე

ფოტო: Mike Coppola/GI

20 წლის ამერიკელი პოპვარსკვლავი, ბილი აილიში ნიუ იორკში გამართულ Met Gala-ს ღონისძიებაზე მოდის სახლ Gucci-ს საღამოს კაბით გამოჩნდა. როგორც მომღერალმა ჟურნალ Vogue-ის ლაივსტრიმის წამყვანს, ლა ლა ენტონის განუცხადა, კაბა ბუნებრივი მასალებისგან იყო შეკერილი.

ბილი აილიშს ჰკითხეს, ჯგუფ Paramore-ის რომელი სიმღერაა მისი რჩეული

ნახეთ: ნიკი მინაჟი Met Gala-ზე

“მინდოდა, მაქსიმალურად ეკომეგობრული ვყოფილიყავი. რაც შეეხება საღამოს, შარშანდელთან შედარებით წელს გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს. კარგ ადგილას ვარ. მიხარია, რომ მეგობრები ვნახე და ნაკლებად ვინერვიულე”, – თქვა ბილიმ.
ფოტო: Mike Coppola/GI

წლევანდელი “მეთ გალას” ორგანიზატორები ლინ-მანუელ მირანდა, რეჯინა კინგი, ბლეიქ ლივლი და რაიან რეინოლდსი გახლდნენ. საღამოს თემად “ამერიკული მოდის ანთოლოგია” იყო დასახელებული, რაც ითვალისწინებდა გვიანი მე-19 საუკუნის სამოსის თანამედროვე ხედვით მორგებას.

ბილი აილიშ ო’კონელი ფართო საზოგადოებამ 2015 წელს სინგლით Ocean Eyes გაიცნო. მუსიკოსისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go?, რომელიც ამერიკული და ბრიტანული ჩარტების სათავეში მოექცა. მასში შემავალი სინგლი Bad Guy ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოხვდა და ექვსმაგი პლატინის სტატუსი დაიმსახურა. შვიდი გრემის მფლობელი შემსრულებელი 18 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა არტისტი გახდა, რომელმაც ამ დაჯილდოების ოთხი ძირითადი კატეგორია მოიგო. ამასთან, მომღერალი 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი ადამიანია, რომელმაც ოსკარი მიიღო საუკეთესო საუნდტრეკის კატეგორიაში ნამუშევრით No Time To Die, რომელიც ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებული ფილმისთვის შექმნა. ბილის დღემდე ორი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ნიკი მინაჟი Met Gala-ზე

შემდეგი სტატია

ნახეთ: ოლივია როდრიგო Met Gala-ზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი