ნახეთ: ჯეკ ჰარლოუ მომავალი ალბომის ტრეკლისტს აქვეყნებს

ფოტო: Peyton Fulford/Billboard

გრემის ნომინანტი რეპერი, ჯეკ ჰარლოუ სადებიუტო ალბომის Come Home the Kids Miss You ტრეკლისტს აქვეყნებს. სტუდიური ნამუშევარი გაყიდვაში პარასკევს, 6 მაისს ჩაეშვება. სტუდიურ ჩანაწერში ცნობილი მუსიკოსები: ფარელ უილიამსი, დრეიქი, ლილ უეინი და ჯასტინ ტიმბერლეიკი მონაწილეობენ.

ნახეთ: ჯეკ ჰარლოუ Kids’ Choice Awards-ზე პერფორმანსით წარდგა

ამასთან, 15-ტრეკიან ალბომში გვხვდება კომპოზიცია სახელწოდებით Dua Lipa, რომელშიც ჰარლოუ რეპავს: 

“დუა ლიპა – ვცდილობ, მასთან მეტი საერთო მქონდეს, ვიდრე უბრალო თანამშრომლობაა”.

ჰიპ ჰოპ არტისტმა ჩანაწერის ორი სინგლი Nail Tech და First Class უკვე გამოაქვეყნა. უკანასკნელი მათგანი ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოხვდა. აქამდე ხსენებული ჩარტის პირველ ადგილზე ის მხოლოდ სხვა შემსრულებლის, ლილ ნას იქსის ტრეკის საშუალებით იყო გასული.

“ახალი ნამუშევარი ხალხს ენერგიას აუმაღლებს. თქვენ გაიგებთ, რომ მე ვიაზრებ, ვინ ვარ, ვინ შემეძლო, ვყოფილიყავი და როგორ უნდა ვიმუშავო ბევრი, რომ რაღაც გავხდე. ჩემი ვარსკვლავი ამოდის, მე კი თითქოს ამ პროცესის დოკუმენტირებას ვახდენ და გაჩვენებთ, რა ეტაპზე მინდა, გადავიდე. კომფორტულად ვხდები ვარსკვლავი. მინდა, რომ გავერთო”, – განაცხადა ჯეკმა გასული წლის დეკემბერში ჟურნალ Billboard-თან ინტერვიუში.

ჯეკმა რეჩიტატივის კითხვა 12 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი მიქსტეიპი 2011 წელს გამოიცა. მას შემდეგ კენტუკელმა მუსიკოსმა რამდენიმე სტუდიური ნამუშევარი გამოაქვეყნა, თუმცა, ფართო საზოგადოების ყურადღება მან 2020 წლის კომპოზიციით Whats Poppin დაიმსახურა. ექვსმაგი პლატინის სტატუსის მფლობელი ტრეკის რემიქსი ჰარლოუს არაერთმა პოპულარულმა კოლეგამ ჩაწერა. 2020 წლის დეკემბერში რეპერმა გაყიდვაში სადებიუტო ალბომი That’s What They All Say ჩაუშვა, რომელიც Billboard 200-ში მეორე პოზიციაზე გავიდა. ასევე, აღსანიშნავია 2021 წელს ლილ ნას იქსთან კოლაბორაციით შექმნილი სიმღერა Industry Baby, რომელიც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოხვდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: კელი კლარკსონი ტონი ბრექსტონის ჰიტს Breathe Again ასრულებს

შემდეგი სტატია

ფოსთ მელოუნი პირველ შვილს ელოდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

კენდრიკ ლამარი ამბობს, რომ ის „ავი ადამიანი” არ არის და ხსნის, თუ რას ნიშნავს მისთვის Not Like Us 

„მე მჯერა სიყვარულისა და ომის და მჯერა, რომ ორივეს არსებობა საჭიროა,” - აღნიშნა ლამარმა SZA-სთან ინტერვიუში.
მეტი