BTS-ის კრებულში Proof სამი ახალი კომპოზიცია შევა

ფოტო: Sunhye Shin/Billboard

სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS დაანონსებული ნამუშევრის Proof შესახებ დეტალებს ავრცელებს. როგორც აღმოჩნდა, ჩანაწერი, რომლის გამოშვებაც 10 ივნისსაა დაგეგმილი, წარსულში გამოშვებული კომპოზიციების კრებული იქნება. გამოქვეყნებული ვიდეოდან ირკვევა, რომ მასში შევა სიმღერები, როგორც ახალი, ისე მოღვაწეობის ადრეულ ეტაპზე გამოცემული სტუდიური ნამუშევრებიდან, როგორებიცაა: O!RUL8,2?, Skool Luv Affair, Love Yourself: Tear, Map of the Soul: 7 და Be.

ნახეთ: ჯიმინი და ჯონგუქი პროექტში The BTS Recipe კიმბაპს ამზადებენ

კრებულის გამოშვებასთან დაკავშირებით პლატფორმა Weverse-ზე ჯგუფის ლეიბლმა Big Hit Entertainment აღნიშნა, რომ Proof-ის შექმნა ორ მიზანს ემსახურება – “ბითიესის” ცხრა წლის იუბილეს აღნიშვნასა და “არმისთვის” ნამუშევრების ვრცელი კოლექციის მიწოდებას.

“კომპოზიციების ანთოლოგია “ბითიესის” ისტორიას მოგვითხრობს. ბიჭები 9-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ კარიერის ახალ ეტაპზე გადადიან. კრებული მოიცავს სამ კომპაქტ-დისკს, რომლებზეც ბევრი ტრეკი იქნება თავმოყრილი, მათ შორის სამი ახალი სიმღერა. ნამუშევარი გვაჩვენებს ჯგუფის წევრების ფიქრებსა და იდეებს წარსულიდან, აწმყოდან და მომავლიდან”, – განაცხადა ლეიბლმა.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს “ბითიესი” ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. კოლექტივს დღემდე 9 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. აღსანიშნავია, რომ ბენდი მათ იაპონურ ენაზეც უშვებს. ბიჭებს ისეთ ვარსკვლავებთან უთანამშრომლიათ, როგორებიც არიან: Halsey, Megan Thee Stallion, Coldplay და სხვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: Psy და Hwa Sa კლიპს Now ავრცელებენ

შემდეგი სტატია

ტრევის სკოტის Sicko Mode-ის კლიპის ნახვებმა მილიარდს გადააჭარბა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი