ნახეთ: Psy და Hwa Sa კლიპს Now ავრცელებენ

ფოტო: P NATION Corporation

ცნობილი კეიპოპ არტისტი Psy და ჯგუფ MAMAMOO-ს წევრი Hwa Sa ერთობლივ კომპოზიციაზე Now გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებენ. ჯერმეინ ჯექსონისა და პია ზადორას სიმღერის When the Rain Beings to Fall ქავერ ვერსიაზე შექმნილ კლიპში ფსაი უცნობ მამაკაცს ეჯახება, რომელიც მოულოდნელად სატელეფონო ჯიხურში ხვდება და რეკვას იწყებს.

მოუსმინეთ: Psy ახალ ალბომს Psy 9th ავრცელებს

ნახეთ: Psy და შუგა კლიპს That That ავრცელებენ

ვერტიკალურ ვიდეოში ფსაის მომწვანო კოსტიუმი აცვია, ჰვა სას კი ლურჯი სამოსი. ისინი სიმღერის პარალელურად მოცეკვავეებთან ერთად ცეკვავენ. როგორც ჟურნალ Billboard-თან ინტერვიუში კეიპოპ შემსრულებელმა აღნიშნა, რომ არა ჰვა სა, ის ამ კომპოზიციას ახალ ალბომში Psy 9th არ შეიტანდა.

“მას პირადად არ ვიცნობდი. თუმცა, დავუკავშირდი და განვუმარტე, რომ მინდოდა კლასიკური სიმღერის ალტერნატიული ვერსიის შექმნა, რომელსაც ქალი და მამაკაცი შეასრულებდნენ. ვუთხარი – “ქალი ენერგიის მატარებელი უნდა იყოს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს შენ უნდა იმღერო. ჩანაწერს გამოგიგზავნი, მაგრამ წინასწარ რა აზრის ხარ?” მიპასუხა, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებო. ამ გოგოს დიდი ფანი ვარ-მეთქი, გავიფიქრე, ტრეკის მოსმენის გარეშე დამთანხმდა”, – გაიხსენა ფსაიმ.

პაკ ჩესანმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2001 წელს დაიწყო. მან მსოფლიო პოპულარობას ჰიტით Gangnam Style მიაღწია, რომელმაც ბილბორდის ცხელ ასეულში მეორე პოზიცია დაიკავა. ამასთან, მასზე გადაღებული კლიპი პირველი ვიდეო გახდა იუთუბზე, რომლის ნახვებმაც მილიარდს გადააჭარბა. წარმატება ხვდა წილად მუსიკოსის კიდევ ერთ სინგლს Gentleman, რომელიც Billboard Hot 100-ში მეხუთე ადგილზე გავიდა. შემსრულებელს დღემდე 9 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.

ჰვასა სამხრეთკორეელი მომღერალი, რეპერი, სონგრაითერი და მოდელია. ის ცნობილ კოლექტივს Mamamoo 2014 წელს შეუერთდა. სოლო კარიერა კი 2019 წელს დაიწყო, როდესაც სინგლი Twit გამოუშვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: კელი კლარკსონი ჰიტს King of Wishful Thinking ასრულებს

შემდეგი სტატია

BTS-ის კრებულში Proof სამი ახალი კომპოზიცია შევა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ „ინსომნიას“ ცოცხალი შესრულების ჩანაწერი წარადგინა

„ეს სიმღერა ჩემს პირად გამოცდილებას ეხება და ემოციურად გახსნილი არის. მისი ჩაწერა და გამოშვება ერთგვარი რისკი და დიდი პასუხისმგებლობა იყო.“
მეტი

ტეილორ სვიფტმა კონცერტის მსვლელობისას, სავარაუდოდ, კანიე უესტთან წარსულში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა

„საუბრის შეწყვეტის საუკეთესო მიზეზი ის შემთხვევაა, როცა ხალხი შენს სახელს სკანდირებს“ - მიმართა სვიფტმა მსმენელს მეხიკოში გამართული კონცერტის სცენიდან.
მეტი

ოლივია როდრიგოს თქმით, მისი ახალი ალბომი როკით არის შთაგონებული

ინტერვიუში როდრიგო ასევე შეეხო თავის სადებიუტო ალბომს Sour და აღნიშნა ნამუშევრის შექმნისას მისი უდიდეს მუსიკალურ ინსპირაცია - ტეილორ სვიფტი იყო.
მეტი

სასამართლოს დადგენილებით, სექსუალური ძალადობის საქმეზე მაიკლ ჯექსონის კუთვნილი კომპანიების წინააღმდეგ დავა გაგრძელდება

უეიდ რობსონმა და ჯეიმს სეიფჩაკმა სარჩელი ათი წლის წინ წარადგინეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ჯექსონის კომპანიებს (MJJ Productions და MJJ Ventures) ვალდებულება ეკისრებოდათ, მომღერლის ძალადობისგან დაეცვათ.
მეტი

ბრიტნი სპირსი სემ ასგართან განქორწინებას გამოეხმაურა

არ ვაპირებ, ვინმეს რამე ავუხსნა, რადგან გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არავის საქმე არ არის!!!“ - წერს ბრიტნი სპირსი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მეტი