Cardi B-ის სთხოვეს, ორსული რიანასთვის რაიმე ერჩია

ფოტო: Arturo Holmes/GI for Whipshots

გამოცემა TMZ-იმ ჰიპ ჰოპ არტისტ ქარდი ბის სთხოვა, მომღერალ რიანასთვის რაიმე ერჩია, რადგანაც ბარბადოსელი უახლოეს პერიოდში შვილს ელოდება.

“დედობა ბუნებრივად მოდის. მართლა ასეა. ბევრმა ადამიანმა შეიძლება, მოგცეს რჩევები. მაგრამ რეალურად, როდესაც ბავშვი მუცელშია, დედობრივი ინსტინქტი უკვე გაღვიძებულია”, – აღნიშნა 29 წლის რეპერმა.

ქარდის ჯგუფ Migos-ის წევრ Offset-ისგან ორი შვილი, 3 წლის გოგონა, ქალჩა ქიარი სეფასი და 8 თვის ვაჟი, ვეივ სეთ სეფასი ჰყავს. მუსიკოსმა კომენტარი კარიერის შესაძლო დასრულებაზეც გააკეთა.

“მუსიკას არასოდეს დავტოვებ. ის ჩემი პური და კარაქია. ვინ შეწყვეტს კარაქიანი პურის ჭამას?”, – განაცხადა ქარდიმ.

ნიუ იორკელმა ბელქალის ალმანზარმა, ფსევდონიმით Cardi B, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. 2017 წელს მან ჰიტი Bodack Yellow გამოუშვა, რომელმაც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში ზედიზედ სამი კვირა დაჰყო. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის წამყვან პოზიციაზე გავიდა. სინგლი ბრილიანტის სტატუსის მფლობელიც გახდა, რამაც ქარდი ამ მიღწევის მქონე პირველ ქალ რეპერად აქცია. 2019 წელს მუსიკოსის სამმაგი პლატინის მფლობელმა სადებიუტო ჩანაწერმა Invasion Of Privacy გრემის დაჯილდოებაზე “წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის” კატეგორიაში გაიმარჯვა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალმა სოლო არტისტმა აღნიშნული ნომინაცია მოიგო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: Future და Drake კლიპს Wait For U ავრცელებენ

შემდეგი სტატია

ნახეთ: BTS კრებულის Proof ტრეკლისტს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

შავი პრინცის და ძებნილების ალბომი „იძებნება“ ფირფიტაზე გამოიცა

1998 წელს ჩაწერილი ალბომი ფირფიტების მცირე ტირაჟით „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ პროექტის ფარგლებში გამოიცა.
მეტი

კანიე უესტს ყოფილი თანამშრომელი უჩივის

ტონი საქსონი ამბობს, რომ უესტმა მას დასვენების საშუალება არ მისცა მას შემდეგ, რაც რეპერის მალიბუს სახლის მშენებლობისას ზურგის დაზიანება მიიღო. ასევე არ გადაუხადა დაპირებული ანაზღაურება.
მეტი

დრეიკმა კონცერტების დროს სცენაზე ნასროლი ბიუსტჰალტერების კოლექცია გააზიარა

ფანებმა ბიუსტჰალტერები სხვადასხვა კონცერტის მსვლელობისას მაშინ ისროლეს, როცა არტისტი სცენაზე ტრეკებს ასრულებდა.
მეტი