ASAP Rocky: “ასტროვორლდის” ტრაგედიამ კონცერტები შეცვალა

ფოტო: Taylor Hill/GI for Governors Ball

ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტი ASAP Rocky პოდკასტის Drink Champs ახალი ეპიზოდის სტუმარი გახლდათ. წამყვანთან N.O.R.E. ინტერვიუში მან მოდაზე, თავის ვისკის ბრენდსა და სხვა თემებზე ისაუბრა. ისინი ფესტივალ “ასტროვორლდის” ტრაგედიასაც შეეხნენ, რამაც შარშან ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა.

“იმ საშინელი ღამის შემდეგ ყველაფერს მკაცრად ექცევა ყურადღება. ამას წინათ ბრაზილიაში კონცერტი გამიჩერეს, სცენის წინ ბევრი ხალხი გროვდებაო. წარმოიდგინე, მთელი შოუ შემიჩერეს. კარგი, გასაგებია-მეთქი”, – აღნიშნა როქიმ.

2021 წლის ნოემბერში რეპერ ტრევის სკოტის ფესტივალზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათასი კი დაშავდა. მუსიკოსისა და საპრომოუტერო კომპანია Live Nation-ის წინააღმდეგ სასამართლოში ათასობით სარჩელია შეტანილი.

“დღეს უკვე ყველა იჩენს სიფრთხილეს მას შემდეგ, რაც მოხდა. ვფიქრობ, აქამდე არც კომპანია Live Nation-ს ან ვინმე სხვას უნახავს ამდენი აბსურდული სარჩელი. ეს ყველასთვის სიახლეა. ამის მიუხედავად, ჩემს კონცერტებზე მაინც სიგიჟე ხდება. ეს ჩვენი კულტურის ნაწილია. ჩვენ კი ვრეპავთ, მაგრამ გვაქვს პანკის მენტალობა. მიდიხარ შოუზე და გინდა, გამოუშვა ბრაზი და ენერგია”, – განაცხადა როქიმ.

N.O.R.E. ინტერვიუში მომღერალ რიანასაც შეეხო, რომელიც როქისგან ბავშვს ელოდება. “ახლა შენ და რირი ჰარლემში, შენს უბანში ხართ, არა?”.

“კი. არადა ახლა ბევერლი ჰილზზე ვიქნებოდი, ან მანჰეტენზე. მაგრამ ის ჩემი ქალბატონია და მნიშვნელოვანია”, – უპასუხა როქიმ.

ეისეფ როქიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. მუსიკოსის დისკოგრაფია კომერციულად წარმატებულ ალბომებს Long.Live.A$AP და At.Long.Last.A$AP მოიცავს, რომლებიც Billboard 200-ის ჩარტის სათავეში მოხვდნენ. 2018 წელს შემსრულებელმა დღეისათვის ბოლო, რიგით მესამე სტუდიური ჩანაწერი Testing გამოუშვა, რომელიც ოქროს სტატუსის მფლობელია. სოლო კარიერის გარდა, რეპერი გაერთიანება ASAP Mob-ის ერთ-ერთი ლიდერია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: The Chainsmokers ახალ ალბომს So Far So Good ავრცელებს

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: Florence + the Machine ახალ ალბომს Dance Fever ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარის გამოსვლა ყველა დროის ყველაზე ყურებადი Halftime Show გახდა

შოუს 133.5 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, რაც როგორც თავად Super Bowl-ის, ასევე მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული Halftime Show-ს მაყურებელთა რაოდენობასაც აჭარბებს.
მეტი

სერენა უილიამსი ყველასთვის მოულოდნელად კენდრიკ ლამარის Super Bowl Halftime Show-ზე გამოჩნდა

ფანების აზრით, Not Like Us-ის დროს ჩოგბურთის ლეგენდის გამოჩენა დრეიკისთვის კიდევ ერთი სილის გაწვნა იყო.
მეტი

კანიე უესტის თქმით, ბიანკა სენსორი მას აუტისტური სპექტრის დიაგნოზის დასმაში დაეხმარა

რეპერი ამბობს, რომ მისთვის მანამდე დასმული ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი არასწორი იყო.
მეტი