Astroworld-ის ტრაგედიის შემდეგ ტრევის სკოტმა პირველი პერფორმანსი გამართა

ფოტო: Eric Ray Davidson/Billboard

2022 წლის Billboard Music Awards-ის წითელ ხალიჩაზე შეყვარებულ კაილი ჯენერთან და 4 წლის შვილთან, სტორმისთან ერთად გავლის შემდეგ, ჰიპ ჰოპ არტისტმა ტრევის სკოტმა დაჯილდოების ცერემონიის სცენა დაიკავა და კომპოზიციები Mafia და Lost Forever შეასრულა. ეს მუსიკოსის პირველი პერფორმანსი გახლდათ 2021 წლის ნოემბრის ტრაგედიის შემდეგ, რა დროსაც რეპერის მიერ დაარსებულ ფესტივალზე Astroworld მომხდარ ჭყლეტას 10 ადამიანი ემსხვერპლა.

• Astroworld-ის ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ტრევის სკოტი სცენას დაუბრუნდება

ტრევის სკოტის Sicko Mode-ის კლიპის ნახვებმა მილიარდს გადააჭარბა

მომხდარის გამო ტრევისის წინააღმდეგ ღონისძიებაზე დამსწრეთა მხრიდან სასამართლოში ათასობით სარჩელი შევიდა, რაც მიმდინარე წლის იანვარში ერთ საქმედ გაერთიანდა. 2021 წლის დეკემბერში სკოტმა Charlamagne Tha God-თან ინტერვიუში აღნიშნა:

“მე, ჩემს თაყვანისმცემლებსა და გარდაცვლილების მშობლებს დიდი ტკივილის გადატანა მოგვიხდა. მომხდარს ძალიან განვიცდით, ვდარდობთ. როგორც მუსიკოსმა დავაფუძნე ფესტივალი, მოვიწვიე არტისტები, ღონისძიება კრეატიულად შევფუთე. ვენდე პროფესიონალ ადამიანებს, რომ ღონისძიება უსაფრთხოდ ჩატარებულიყო”, – აღნიშნა რეპერმა.

ტრევის სკოტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. ჰიუსტონელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2013 წელს გავრცელებული მიქსტეიპით Owl Pharaoh გახდა. ამას მოჰყვა ალბომები Rodeo და Birds in the Trap Sing McKnight. ბოლო მათგანის დამსახურებით შემსრულებელი Billboard 200-ის სათავეში მოხვდა. მისმა მესამე სტუდიურმა ჩანაწერმა Astroworld კრიტიკოსებისა და მსმენელისგან დადებითი შეფასებები მიიღო. ტრევისის ლეიბლზე გამოშვებულ კომპილაციურ ნამუშევარს Jackboys აგრეთვე ბილბორდის ჩარტის პირველობა ერგო. სკოტი მისი თაობის ერთ-ერთ წამყვანი ჰიპ ჰოპ არტისტია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

2022 წლის Billboard Music Awards-ის გამარჯვებულები

შემდეგი სტატია

ნახეთ: ფოსთ მელოუნმა SNL-ში ორი კომპოზიცია შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარის გამოსვლა ყველა დროის ყველაზე ყურებადი Halftime Show გახდა

შოუს 133.5 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, რაც როგორც თავად Super Bowl-ის, ასევე მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული Halftime Show-ს მაყურებელთა რაოდენობასაც აჭარბებს.
მეტი

სერენა უილიამსი ყველასთვის მოულოდნელად კენდრიკ ლამარის Super Bowl Halftime Show-ზე გამოჩნდა

ფანების აზრით, Not Like Us-ის დროს ჩოგბურთის ლეგენდის გამოჩენა დრეიკისთვის კიდევ ერთი სილის გაწვნა იყო.
მეტი

კანიე უესტის თქმით, ბიანკა სენსორი მას აუტისტური სპექტრის დიაგნოზის დასმაში დაეხმარა

რეპერი ამბობს, რომ მისთვის მანამდე დასმული ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი არასწორი იყო.
მეტი