ნახეთ: ფოსთ მელოუნმა SNL-ში ორი კომპოზიცია შეასრულა

ფოტო: Will Heath/NBC

ცნობილი ამერიკელი შემსრულებელი Post Malone გადაცემას Saturday Night Live სტუმრობდა. შოუს მუსიკალურ ნაწილში მან როდი რიჩთან ერთად კომპოზიცია Cooped Up შეასრულა. 

ნახეთ: ფოსთ მელოუნი და როდი რიჩი კლიპს Cooped Up ავრცელებენ

აღსანიშნავია, რომ გადაცემის ეპიზოდს მომღერალი სელენა გომესი უძღვებოდა. სკეტჩების შემდეგ ფოსთმა სცენა კვლავ დაიკავა და მაყურებელს ახალი სიმღერა Love/Hate Letter to Alcohol შესთავაზა. მის ბექვოკალისტებს შორის ჯგუფის Fleet Foxes ვოკალისტი, რობინ ფექნოლდი იმყოფებოდა.

მუსიკოსის მომავალი ალბომი Twelve Carat Toothache გაყიდვაში 3 ივნისს ჩაეშვება. სტუდიურ ჩანაწერში შევა შარშან გავრცელებული კომპოზიცია One Right Now, რომელშიც კანადელი არენბი შემსრულებელი The Weeknd მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ მელოუნის ბოლო ნამუშევარი Hollywood’s Bleeding სამი წლის წინ Billboard 200-ის ჩარტის სათავეში მოხვდა.

ოსტინ რიჩარდ პოსტმა მუსიკალური მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო. ფსევდონიმი Post Malone მას რეპერის სახელის ონლაინ გენერატორმა შესთავაზა. არტისტისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა 2015 წლის ჰიტი White Iverson, რომელიც ბილბორდის ცხელ ასეულში მე-14 ადგილზე გავიდა. ამის შემდეგ მან გავლენიან ლეიბლ Republic Records-თან გააფორმა კონტრაქტი. 2016 წელს შემსრულებელმა სადებიუტო ალბომი Stoney გამოუშვა, რომელშიც ბრილიანტის სტატუსის მქონე სინგლი Congratulations შევიდა. ფოსთის მომდევნო ორმა სტუდიურმა ჩანაწერმა Beerbongs & Bentleys და Hollywood’s Bleeding ჩარტ Billboard 200-ში პირველი ადგილი დაიმსახურა. არტისტს დღემდე მსოფლიოში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მისი შემოქმედება პოპის, ჰიპ ჰოპის, არენბისა და თრეფის სინთეზია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Astroworld-ის ტრაგედიის შემდეგ ტრევის სკოტმა პირველი პერფორმანსი გამართა

შემდეგი სტატია

ნახეთ: ქენდრიქ ლამარი კლიპს “N95” ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი

პატი სმითი ტეილორ სვიფტის ახალ ალბომში მის შესახებ ტექსტს გამოეხმაურა

„შენ არ ხარ დილან თომასი, მე არ ვარ პატი სმითი, ეს არ არის „სასტუმრო ჩელსი”, ჩვენ თანამედროვე სულელები ვართ,” - ასე ჟღერს სიმღერის ტექსტის თარგმანი.
მეტი