ნახეთ: ჯინი პროექტში The BTS Recipe ჩანჩი კუკსუს ამზადებს

ფოტო: Big Hit Music

ცნობილმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS კულინარიული და საგანმანათლებლო პროექტის The BTS Recipe ახალი ეპიზოდი გამოაქვეყნა, რომელშიც ჯგუფის წევრი, ჯინი ნაციონალურ კერძს, ჩანჩი კუკსუს ამზადებს ნუდლსით, კიმჩით, ბულიონითა და ბოსტნეულით.

ნახეთ: BTS-ის კრებულში Proof დემო ჩანაწერებიც შევა

ნახეთ: ჯიმინი და ჯონგუქი პროექტში The BTS Recipe კიმბაპს ამზადებენ

“მაისში სულ კარგი ამბები ხდება. გაზაფხულია, თანაც საქორწინო ცერემონიები ძირითადად ამ თვეში იმართება. საქორწინო და სათემო წვეულებებზე ხშირად სტუმრებს სწორედ ამ კერძით უმასპინძლდებიან. ეს აიხსნება იმით, რომ გრძელი ნუდლსი ტრადიციულად დიდხანს სიცოცხლის სურვებად მიიჩნევა. “ბითიესის” წევრები ჩანჩი კუკსუს სულ თავად იმზადებენ, რადგან ის მარტივი გასაკეთებელია. რას იტყვით, რომ დღეს ის ბულიონით ჯინმა მოამზადოს?”, – წერია ვიდეოს აღწერის ველში.

The BTS Recipe მსოფლიოში კორეული კულტურისა და ენის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პროექტს კოლექტივი HYBE EDU-სთან ერთად ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ “ბითიესი” 10 ივნისს კრებულს Proof გამოუშვებს.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს “ბითიესი” ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. კოლექტივს დღემდე 9 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. აღსანიშნავია, რომ ბენდი მათ იაპონურ ენაზეც უშვებს. ბიჭებს ისეთ ვარსკვლავებთან უთანამშრომლიათ, როგორებიც არიან: Halsey, Megan Thee Stallion, Coldplay და სხვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესზე შექმნილი ფილმის Halftime თრეილერი

შემდეგი სტატია

ნახეთ: კელი კლარკსონმა ჯონ ლეჯენდის In My Mind შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი

პატი სმითი ტეილორ სვიფტის ახალ ალბომში მის შესახებ ტექსტს გამოეხმაურა

„შენ არ ხარ დილან თომასი, მე არ ვარ პატი სმითი, ეს არ არის „სასტუმრო ჩელსი”, ჩვენ თანამედროვე სულელები ვართ,” - ასე ჟღერს სიმღერის ტექსტის თარგმანი.
მეტი