ნახეთ: ჯენიფერ ლოპესზე შექმნილი ფილმის Halftime თრეილერი

ფოტო: Frazer Harrison/GI

ვიდეოპლატფორმა “ნეტფლიქსზე” 14 ივნისს მომღერალ ჯენიფერ ლოპესზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის Halftime პრემიერა შედგება. მანამდე კი თრეილერი გავრცელდა, რომელიც 2020 წლის Super Bowl-ის შოუს რეპეტიციების კადრებით იწყება.

“კარგი შემსრულებელი რომ იყო, მნიშვნელოვანია, აზროვნებდე. ამას ჯილდოებისთვის არ ვაკეთებ. მინდა, ამ გზით ხალხთან მოვახერხო კომუნიკაცია, რათა იგრძნონ რაღაცები და შედეგად მე ვიგრძნო რაღაც. მთელი ცხოვრებაა, ვიბრძვი, რომ გამიგონ, დამინახონ, მიმიღონ სერიოზულად. ვფიქრობ, ჩემი ცხოვრება მხოლოდ ახლა იწყება”, – მიმართა ჯეილომ მოცეკვავეებს.

თრეილერში მომღერლის შეყვარებული, მსახიობი ბენ აფლეკიც ჩნდება, რომელიც ლოპესის მიმართ ტაბლოიდების დაუნდობლობაზე საუბრობს. “ერთხელ მას ვკითხე, ეს არ გაწუხებს-მეთქი? მიპასუხა, ამ ყველაფერს ველოდიო”.

“ამანდა მიჩელის რეჟისორობით შექმნილი ფილმი მუსიკოსის კარიერული განვითარების შესახებ მოგვითხრობს და ხაზს უსვამს, რომ ჯეილო ამჟამადაც წარმატებით აგრძელებს ხალხის გახალისებას, გაძლიერებასა და შთაგონებას”, – წერია პრესრელიზში.

დოკუმენტური ფილმის საჯარო პრემიერა 8 ივნისს მანჰეტენზე, იუნაითედ ფალასში გამართულ Tribeca Festival-ზე შედგება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ლოპესისა და კოლუმბიელ მომღერალ მალუმას მონაწილეობით რომანტიკული კომედია Marry Me ჩაეშვა კინოგაქირავებაში. მუსიკოსებმა სურათისთვის საუნდტრეკებიც ჩაწერეს, მათ შორის დუეტები: Pa Ti და Lonely.

მსახიობმა და მომღერალმა, ჯენიფერ ლოპესმა სადებიუტო სტუდიური ალბომი “On the 6” 1997 წელს გამოუშვა, თუმცა განსაკუთრებული წარმატება მის ნამუშევარს J to tha L–O! The Remixes ხვდა წილად. ის ისტორიაში პირველი რემიქს ალბომი გახდა, რომელიც Billboard 200-ის სათავეში მოექცა. ჯეილოს კარიერის განმავლობაში 70 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 2018 წელს კი გამოცემამ Time ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ფოტოები ბილბორდის მუსიკალური დაჯილდოებიდან

შემდეგი სტატია

ნახეთ: ჯინი პროექტში The BTS Recipe ჩანჩი კუკსუს ამზადებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი