ნახეთ: Japanese Breakfast-მა შოუში SNL სადებიუტო პერფორმანსი გამართა

ამერიკელი მუსიკოსი, მიშელ ზაუნერი, ექსპერიმენტული პოპ პროექტით Japanese Breakfast, სატელევიზიო შოუს Saturday Night Live სეზონის ფინალური ეპიზოდის სტუმარი გახლდათ. არტისტმა ლაივ ბენდთან ერთად თავის 2021 წლის ალბომში Jubilee შესული კომპოზიციები შეასრულა. თავდაპირველად Be Sweet იმღერა, შემდეგ კი Paprika.

ზაუნერმა აგრეთვე გადაცემის სკეტჩში “ქალების რეკლამა” მიიღო მონაწილეობა მსახიობებთან, ქეით მაკკინონთან და ეიდი ბრაიანტთან ერთად, რომლებიც შოუს ამ ეპიზოდით გამოემშვიდობნენ.

33 წლის მუსიკოსი, რომელიც ამჟამად ამერიკაში ტურნეს მართავს, თავისი ბოლო ალბომის Jubilee ერთი წლის იუბილეს მიმდინარე წლის ივნისში აღნიშნავს. სტუდიური ჩანაწერი მაშინ Billboard 200-ის ჩარტში 56-ე ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ეს SNL-ში Japanese Breakfast-ის სადებიუტო გამოსვლა გახლდათ.

მიშელ ზაუნერმა პროექტით Japanese Breakfast მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო. სადებიუტო სტუდიური ალბომი Psychopomp კი 2016 წელს გამოუშვა. მისი შემოქმედება ინდი პოპსა და ექსპერიმენტულ პოპს აერთიანებს. მუსიკოსს ამ დრომდე სამი ჩანაწერი აქვს გავრცელებული. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბრიტნი სპირსი: ცხოვრებაში ასეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ

შემდეგი სტატია

BTS-ის არემი: ჩემში ბევრი პერსონაა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი