შუგა: მნიშვნელოვანია იდეების მოფიქრება, რომ მუსიკალურად განვვითარდე

ფოტო: BIGHIT MUSIC

ცნობილი სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის ახალი კრებული Proof გაყიდვაში მიმდინარე წლის 10 ივნისს ჩაეშვება. ნამუშევრის გამოცემამდე კოლექტივის წევრებმა პერსონალური აუდიოჩანაწერები გაავრცელეს. რეპერმა შუგამ ალბომში ტრეკების Trivia: Seesaw და BTS Cypher PT.3: KILLER (Ft. SB) შეტანაზე ისაუბრა.

BTS-ის ჯეი ჰოუპი: ჩემი ყველა მხარე ფანებისთვის მისაღებია

“კრებულში შესატანად ეს ორი კომპოზიცია შევარჩიე, მშვიდი Trivia: Seesaw და შედარებით ენერგიული BTS Cypher PT.3: KILLER (Ft. SB). სახალისოა და მნიშვნელოვანია იდეების მოფიქრება, რომ მუსიკალურად განვვითარდე. ვფიქრობ, მუდმივად გამოწვევებში ყოფნა და საზღვრების არქონა აჩვენებს იმას, ვინ ვარ მე და რა არის BTS”, – აღნიშნავს შუგა ფოტოებით გაფორმებულ ჩანაწერში.

Proof, რომელიც სამ კომპაქტ დისკს მოიცავს, ბოიბენდის ცხრა წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოიცემა. მასში შევა, როგორც ნაცნობი, ისე აქამდე გამოუქვეყნებელი და ახალი ნამუშევრები, მათ შორის სინგლი Yet to Come, რომელიც ორი დღით ადრე, 8 ივნისს გავრცელდება.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს “ბითიესი” ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. კოლექტივს დღემდე 9 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. აღსანიშნავია, რომ ბენდი მათ იაპონურ ენაზეც უშვებს. ბიჭებს ისეთ ვარსკვლავებთან უთანამშრომლიათ, როგორებიც არიან: Halsey, Megan Thee Stallion, Coldplay და სხვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

BTS-ის ჯეი ჰოუპი: ჩემი ყველა მხარე ფანებისთვის მისაღებია

შემდეგი სტატია

BTS-ის ჯიმინი: დღეს შესაძლოა, უფერული ვყოფილიყავი, ზოგისთვის რომ დამეჯერებინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 4 – დრეიკი

დრეიკი, რომელიც 2000-იან წლებში არც ისე დამაჯერებელი მემკვიდრეობიდან გამოჩნდა, რათა 2010-იანების უდიდესი რეპერი გამხდარიყო, საბოლოოდ ეპოქის უდიდეს პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი

გაიცანით Lisa-ს სამყარო

Blackpink-ის სხვა წევრების მსგავსად, Lisa-ს თავისი სუპერძალა აქვს და ახლა მას არა მხოლოდ სოლო კარიერის, არამედ წარმატების ახალი მოდელის შესაქმნელად იყენებს.
მეტი

All I Want for Christmas-ის საავტორო უფლებების საქმეს მოსამართლე, სავარაუდოდ, მერაია კერის სასარგებლოდ გადაწყვეტს

სარჩელში მისისიპელი არტისტი ვინს ვენსი ამტკიცებს, რომ კერის მთავარი საშობაო სიმღერა მისი 1989 წლის იმავე სახელწოდების კომპოზიციის საავტორო უფლებებს არღვევს.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 10 – ადელი

ადელი 2010-იანი წლების ყველაზე დიდი კომერციული ძალა იყო, რომელმაც დაამსხვრია ის მოლოდინები, რაც იმ ეპოქის პოპვარსკვლავებისგან გვქონდა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 15 – მაილი საირუსი

მისი დებიუტი სატელევიზიო შოუს მთავარი პერსონაჟის, ჰანა მონტანას როლში შედგა. შემდეგ კი მსოფლიოს საკულტო პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი