მოუსმინეთ: SEVENTEEN ახალ ალბომს და კლიპს ავრცელებს

ფოტო: PLEDIS Entertainment

სამხრეთკორეული ბოიბენდი SEVENTEEN სამწლიანი პაუზის შემდეგ რიგით მეოთხე სტუდიურ ალბომს Face the Sun ავრცელებს. კოლექტივმა ჩანაწერში შესულ სინგლზე Hot გადაღებული ვიდეორგოლიც გამოაქვეყნა. 9 ტრეკისგან შემდგარი სტუდიური ნამუშევარი მოიცავს მიმდინარე წლის აპრილში გამოშვებულ ინგლისურენოვან კომპოზიციას Darl+ing.

ცნობილია, რომ ალბომში შესულ ტრეკებზე პროდიუსერებთან ერთად კოლექტივის მთავარმა ვოკალისტმა, ვუზიმ იმუშავა. ამასთან, ლეიბლ HYBE-ის ცნობით, თაყვანისმცემლებმა სტუდიური ჩანაწერის ორი მილიონი ეგზემპლარი წინასწარ შეიძინეს. აღსანიშნავია, რომ კოლექტივი მიმდინარე წლის აგვისტოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ნამუშევრის მხარდამჭერ ტურნეს The Be the Sun Tour დაიწყებს.

ჯგუფმა ბოლო ჩანაწერი, რიგით მეცხრე მინი ალბომი Attacca გასული წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა. ნამუშევარი 25 მილიონი გაყიდული ეგზემპლარით “ბილბორდის” ჩარტში Top Album Sales პირველ პოზიციაზე გავიდა.

ბოიბენდმა SEVENTEEN, რომელშიც 13 წევრია, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო. ორ წელიწადში ბიჭებმა სადებიუტო EP სახელწოდებით 17 Carat გამოუშვეს. კოლექტივი სამ ნაწილადაა დაყოფილი: ჰიპ ჰოპ შემსრულებლებად, მომღერლებად და მოცეკვავეებად. ჯგუფს დღემდე ოთხი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: ედ შირანი ალბომის “=” ალტერნატიულ ვერსიას ავრცელებს

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: Calvin Harris – Potion Ft. Dua Lipa & Young Thug

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი