მოუსმინეთ: M.I.A. ახალ კომპოზიციას The One ავრცელებს

ფოტო: Joseph Okpako/Redferns via Getty Images

ბრიტანელი რეპერი M.I.A. კომპოზიციას The One ავრცელებს და რიგით მეექვსე სტუდიურ ალბომსაც აანონსებს. ტრეკი არტისტის პირველი ახალი ნამუშევარია 2020 წლის შემდეგ.

“ძალიან ბედნიერი ვიყავი. ვიცი, რომ პანდემია იყო და სრული ქაოსი ტრიალებდა, მაგრამ მე მაინც ბედნიერი ვიყავი. მინდოდა ბედნიერი ჩანაწერის გამოშვება”, – აღნიშნა მიამ რადიოსადგურის Apple Music 1 ეთერში, წამყვან ზეინ ლოუისთან ინტერვიუში.

რაც შეეხება ალბომს, მუსიკოსმა ბოლო ჩანაწერი AIM 2016 წელს გამოსცა. ახალი ნამუშევრის MATA გავრცელების თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია. არსებული ინფორმაცით, მას არტისტი Island Records-თან თანამშრომლობით გამოუშვებს.

შრილანკელი ტამილების ოჯახში დაბადებულმა მათჰანგი არულპრაგასამმა, სასცენო სახელით M.I.A., სამოქალაქო ომის გამო სამშობლო 11 წლის ასაკში დატოვა და ლონდონში ლტოლვილის სტატუსით გადავიდა საცხოვრებლად. მან შემოქმედებითი მოღვაწეობა 1999 წელს დაიწყო. მიას პირველმა ორმა ალბომმა Arular და Kala კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა. უკანასკნელ მათგანში შემავალმა სინგლმა Paper Planes კი ბილბორდის ცხელ ასეულში მეოთხე პოზიცია მოიპოვა. ჩარტის პირველ ადგილზე შემსრულებელი 2020 წელს რეპერ ტრევის სკოტთან ერთად ჩაწერილი ჰიტით Franchise მოხვდა. ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ Time არტისტი 2009 წელს მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Depeche Mode-ის ენდი ფლეტჩერი გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

ნახეთ: ჯონი დეპმა ჯეფ ბექის კონცერტზე დაუკრა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი