სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS ამერიკულ ჩარტებში, რადიოებში, გრემის ნომინანტთა შორის და გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრა შეძლო, მაგრამ ეს ყველაფერი არაა. პოპულარული კოლექტივი გასულ კვირას ქალაქ ვაშინგტონში თეთრ სახლსაც ეწვია.
• რადიო Apple Music-ზე BTS-ის შოუმ რეკორდი მოხსნა
მაისი აზიელ-ამერიკელების, ჰავაისა და წყნარი ოკეანის კუნძულების მკვიდრთა თვეა. სწორედ ამ თვის უკანასკნელ დღეს ჯინმა, შუგამ, ჯეი ჰოუპმა, არემმა, ჯიმინმა, ვიმ და ჯონგუქმა თეთრ სახლში პრესკონფერენცია გამართეს. მათ ხაზი გაუსვეს აზიელების მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ დგომის მნიშვნელობას. ამის შემდეგ ბიჭები ოვალურ ოფისში პრეზიდენტ ჯო ბაიდენს 35 წუთის განმავლობაში ესაუბრნენ.
მუსიკოსების პრესკონფერენციას თეთრ სახლში 100-მდე ჟურნალისტი დაესწრო. მათ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას და თავიანთ თაყვანისმცემლებს მადლობა გადაუხადეს, რის შემდეგაც აზიელთა დისკრიმინაციის შესახებ მოსაზრება გამოხატეს.
ჯო ბაიდენთან აუდიენციისას კი პრეზიდენტმა არტისტებს მადლობა გადაუხადა ამ სასიკეთო ცვლილებების მოსახდენად საკუთარი პლატფორმის გამოყენებისთვის.
კარინ ჟან-პიერმა BTS მედიას წარუდგინა
თეთრი სახლის პრესმდივანი, კარინ ჟან-პიერი მუსიკოსებს მიესალმა და ისინი მედიას წარუდგინა.
ტრიბუნა არემმა დაიკავა
არემმა ტრიბუნასთან ისაუბრა აზიელების მიმართ ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე.
არემმა პრეზიდენტ ბაიდენს მადლობა გადაუხადა
“მადლობას ვუხდით პრეზიდენტ ბაიდენსა და თეთრ სახლს, რომ მოგვცა შესაძლებლობა, გვესაუბრა ამ მნიშვნელოვან პრობლემაზე და შეგვეხსენებინა საკუთარი თავისთვის, რა ვალდებულება გვაკისრია არტისტებს”, – განაცხადა არემმა.
“არმი” თეთრი სახლის გარშემო
“ბითიესის” თაყვანისმცემლები, რომელთაც “არმის” სახელით ვიცნობთ, თეთრი სახლის ღობესთან იყვნენ შეკრებილი, რათა თავიანთი კერპებისთვის თვალი მოეკრათ.
BTS მედიის წინაშე
“ბითიესის” წევრების გამოსვლას მედიის ასამდე წარმომადგენელი ადევნებდა თვალს.