ნახეთ: Panic! At the Disco ახალ ალბომს აანონსებს და სინგლს ავრცელებს

ფოტო: Panic! At the Disco/Viva Las Vengeance

ამერიკელი მუსიკოსის, ბრენდონ ურის სოლო პროექტი Panic! At the Disco ახალ ალბომს აანონსებს და ვიდეორგოლთან ერთად სინგლს Viva Las Vengeance ავრცელებს.

მომავალ ალბომს ამავე ტრეკის სახელი Viva Las Vengeance ჰქვია. მასში 12 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი Local God, Star Spangled Banger, God Killed Rock and Roll და Something About Maggie. ამ დროისთვის ბოლო, ჩარტებში წარმატებული ჩანაწერი Pray for the Wicked შემსრულებელმა 2018 წელს გამოუშვა.

“სტუდიურ ნამუშევარში Viva Las Vengeance ნაჩვენებია, როგორი ვიყავი 17 წლის წინ და როგორი ვარ ახლა, როდესაც უკვე ბევრ ადამიანს ვუყვარვარ”, – განმარტა არტისტმა.

აღსანიშნავია, რომ Panic! At the Disco შემოდგომაზე ამერიკაში, კანადაში, ევროპასა და დიდ ბრიტანეთში ტურნეს გამართავს. პირველი კონცერტი 8 სექტემბერს ტექსასის ქალაქ ოსტინში ჩატარდება.

პოპ როკ ჯგუფი Panic! At the Disco ბავშვობის მეგობრებმა: ბრენდონ ურიმ, რაიან როსმა, სპენსერ სმიტმა და ბრენტ უილსონმა 2004 წელს ლას ვეგასში ჩამოაყალიბეს. სადებიუტო ალბომი A Fever You Can’t Sweat Out, რომელიც მათ ერთ წელიწადში გამოუშვეს, დღეს სამმაგი პლატინის სტატუსის მფლობელია. ბენდის რანგში პროექტს სულ 4 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული, მას შემდეგ, რაც 2013 წელს კოლექტივიდან სპენსერ სმიტიც წავიდა, ბრენდონ ურიმ სამი სოლო ალბომი გაავრცელა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: BTS-ის ფოტოები თეთრი სახლიდან

შემდეგი სტატია

ნახეთ: ბენდმა Muse კომპოზიციაზე Will of the People კლიპი გადაიღო

შეიძლება დაგაინტერესოთ

„შუქი მოვიდა – ო, რა კარგია”

„როდესაც თბილისში ვარ, თავს სხვანაირად ვგრძნობ. ეს განცდა ალბათ მხოლოდ მაშინ გიჩნდება, როცა ქვეყანაში დიდხანს ცხოვრობდი და მასზე სიზმრებსაც ხედავ.” - ფრედი პაიანი.
მეტი
Izmir - ფოტო: ნინუცა კაკაბაძე, ლოკაცია -Loco Park • ლოკო პარკი

Izmir – მუსიკა, რომელიც სიჩუმესა და ხმაურს შორის შინაგან მონოლოგს ჰყვება

„Izmir არის დასავლური ჟანრის მუსიკა აღმოსავლური ელემენტებით, რაღაც მხრივ ის შეიძლება აღვიქვათ, როგორც დასავლური და აღმოსავლური კულტურის შერწყმის გეოგრაფიული წერტილი.“
მეტი
The Cave - ფოტო: ნიკა ზუბაშვილი

The Cave  – ქართული ალტერნატიული სივრცის ახალი სახე და სინგლი Mrs Cherry, რომელიც 30 ნოემბერს გამოვა

“რაც შეეხება Mrs Cherry-ს, ამ სინგლამდე სარეპეტიციოში ჩატარებული მრავალი ექსპერიმენტის შედეგად მივედით."
მეტი

შერონ ოსბორნი აკრიტიკებს ყოფილი მენეჯერის გეგმას, გამოაქვეყნოს Black Sabbath-ის აქამდე უცნობი ჩანაწერები

„იცი, რომ როგორც ბენდი, Black Sabbath ასეთ რაღაცებს არ ეგუება,” - დაწერა შერონმა ინსტაგრამზე.
მეტი