ნახეთ: BTS-ის ფოტოები თეთრი სახლიდან

ფოტო: The White House

სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS ამერიკულ ჩარტებში, რადიოებში, გრემის ნომინანტთა შორის და გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრა შეძლო, მაგრამ ეს ყველაფერი არაა. პოპულარული კოლექტივი გასულ კვირას ქალაქ ვაშინგტონში თეთრ სახლსაც ეწვია.

რადიო Apple Music-ზე BTS-ის შოუმ რეკორდი მოხსნა

მაისი აზიელ-ამერიკელების, ჰავაისა და წყნარი ოკეანის კუნძულების მკვიდრთა თვეა. სწორედ ამ თვის უკანასკნელ დღეს ჯინმა, შუგამ, ჯეი ჰოუპმა, არემმა, ჯიმინმა, ვიმ და ჯონგუქმა თეთრ სახლში პრესკონფერენცია გამართეს. მათ ხაზი გაუსვეს აზიელების მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ დგომის მნიშვნელობას. ამის შემდეგ ბიჭები ოვალურ ოფისში პრეზიდენტ ჯო ბაიდენს 35 წუთის განმავლობაში ესაუბრნენ.

მუსიკოსების პრესკონფერენციას თეთრ სახლში 100-მდე ჟურნალისტი დაესწრო. მათ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას და თავიანთ თაყვანისმცემლებს მადლობა გადაუხადეს, რის შემდეგაც აზიელთა დისკრიმინაციის შესახებ მოსაზრება გამოხატეს.

“შეგვძრა, ბოლო პერიოდში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მომრავლებამ, მათ შორის აზიელების მიმართ ჩადენილმა. ამ ყველაფრისთვის წერტილის დასასმელად საჭიროა, საჯაროდ ვისაუბროთ ჩვენი გადმოსახედიდან”, – აღნიშნა ჯიმინმა.

ჯო ბაიდენთან აუდიენციისას კი პრეზიდენტმა არტისტებს მადლობა გადაუხადა ამ სასიკეთო ცვლილებების მოსახდენად საკუთარი პლატფორმის გამოყენებისთვის.

“ხალხს ძალიან აინტერესებს თქვენი აზრი. რასაც მათთვის აკეთებთ, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. მხოლოდ ნიჭი არაა მთავარი, მნიშვნელოვანია, რა მესიჯებით მოახდენთ საზოგადოებასთან კომუნიკაციას”, – მიმართა ბაიდენმა ბიჭებს.

კარინ ჟან-პიერმა BTS მედიას წარუდგინა

ფოტო: Kevin Dietsch/GI

თეთრი სახლის პრესმდივანი, კარინ ჟან-პიერი მუსიკოსებს მიესალმა და ისინი მედიას წარუდგინა.

ტრიბუნა არემმა დაიკავა

ფოტო: BIGHIT MUSIC

არემმა ტრიბუნასთან ისაუბრა აზიელების მიმართ ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე.

არემმა პრეზიდენტ ბაიდენს მადლობა გადაუხადა

ფოტო: The White House

“მადლობას ვუხდით პრეზიდენტ ბაიდენსა და თეთრ სახლს, რომ მოგვცა შესაძლებლობა, გვესაუბრა ამ მნიშვნელოვან პრობლემაზე და შეგვეხსენებინა საკუთარი თავისთვის, რა ვალდებულება გვაკისრია არტისტებს”, – განაცხადა არემმა.

“არმი” თეთრი სახლის გარშემო

“ბითიესის” თაყვანისმცემლები, რომელთაც “არმის” სახელით ვიცნობთ, თეთრი სახლის ღობესთან იყვნენ შეკრებილი, რათა თავიანთი კერპებისთვის თვალი მოეკრათ.

BTS მედიის წინაშე

“ბითიესის” წევრების გამოსვლას მედიის ასამდე წარმომადგენელი ადევნებდა თვალს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: Death Cab for Cutie კლიპს Roman Candles ავრცელებს

შემდეგი სტატია

ნახეთ: Panic! At the Disco ახალ ალბომს აანონსებს და სინგლს ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

ნინი ნუცუბიძე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკალური დაჯილდოების, Billboard Women in Music-ის Global Force-ის ნომინანტთა სიაშია.  8 მარტს…
მეტი

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

2024 წელს წინანდლის მამულის ამფითეატრში ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ტრადიციული ღონისძიება, „ევროპაკონცერტი” გაიმართება.  პოლ მაკარტნიმ დაკარგული გიტარა იპოვა  თამადამ…
მეტი

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

8 მარტს Billboard Georgia Stage „ბასისტების დედოფალს” – ნიკ უესტს უმასპინძლებს მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, მებო ნუცუბიძემ ახალი სიმღერა…
მეტი

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

ჯონი მიტჩელი პირველად იმღერებს გრემის დაჯილდოებაზე არიზის ცნობილ ჯაზ-კლუბში საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი პიანისტისა და კომპოზიტორის, Berklee College of…
მეტი