ნახეთ: დოჟა ქეთი ფილმის Elvis საუნდტრეკს Vegas ავრცელებს

ფოტო: Ramona Rosales/Billboard

როკ-ენ-როლის ვარსკვლავის, ელვის პრესლის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმის Elvis გამოშვებამდე სამი კვირა დარჩა. მანამდე კი მუსიკოსმა დოჟა ქეთმა კინოსურათის ერთ-ერთი საუნდტრეკი Vegas გაავრცელა, რომელშიც Big Mama Thornton-ის 1952 წლის კომპოზიციიდან Hound Dog სემპლია გამოყენებული. დოჟამ სიმღერა პირველად მიმდინარე წლის აპრილში ფესტივალ “კოაჩელას” სცენაზე შეასრულა.

ფილმის საუნდტრეკებზე აგრეთვე იმუშავეს ისეთმა არტისტებმა, როგორებიც არიან: კეისი მასგრეივსი, ემინემი და სილო გრინი, სტივი ნიქსი, ჯეკ უაითი, თეიმ იმპალა, ჟაზმინ სულივანი, გარი კლარკ ჯუნიორი და სხვები.

ბიოგრაფიულ ფილმში ელვის პრესლის როლს მსახიობი ოსტინ ბატლერი ასრულებს. სურათი კინოგაქირავებაში 24 ივნისს ჩაეშვება.

“ფილმი ელვისისა და მისი მენეჯერის, კოლონელ ტომ პარკერის დაძაბული ურთიერთობის პრიზმიდან დანახული არტისტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოგვითხრობს. სურათი გვაჩვენებს, როგორი იყო მათი ურთიერთობის დინამიკა შემსრულებლის 20-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში მისი კარიერის აღმავალი ეტაპიდან გავარსკვლავებამდე. ფილმში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ელვისის ცხოვრების გავლენიან ფიგურას, პრისცილა პრესლის, რომელსაც ოლივია დეჯონგი ასახიერებს”, – ნათქვამია ფილმის აღწერის გრაფაში.

ლოს ანჯელესელმა ამალა დლამინიმ, ფსევდონიმით Doja Cat, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო, როდესაც სადებიუტო EP სახელწოდებით Purrr! გამოუშვა. მისთვის წარმატების მომტანი რიგით მეორე სტუდიური ალბომი Hot Pink გამოდგა, რომელიც Billboard 200-ის ჩარტის ათეულში მოხვდა. ნამუშევარში ნიკი მინაჟთან ერთად ჩაწერილი ჰიტი Say So იყო წარმოდგენილი, რომელიც, თავის მხრივ, ცხელი ასეულის სათავეში მოექცა. გრემის მფლობელი დოჟას მესამე ჩანაწერი Planet Her კი Billboard 200-ის ჩარტის მეორე პოზიციაზე ზედიზედ სამი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. არტისტის შემოქმედება არენბის, ჰიპ ჰოპისა და პოპის სინთეზია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: Icona Pop და Charli XCX ჰიტის I Love It რემიქსს ავრცელებენ

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: ფოსთ მელოუნმა ახალი ალბომი Twelve Carat Toothache გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი