მოუსმინეთ: Icona Pop და Charli XCX ჰიტის I Love It რემიქსს ავრცელებენ

ფოტო: Robin Marchant/Getty Images

შვედური ელექტოპოპ დუეტი Icona Pop და ინგლისელი მომღერალი Charli XCX ერთობლივი ჰიტის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ნამუშევრის I Love It რემიქს ვერსიას ავრცელებენ. კომპოზიციაზე შვედმა პროდიუსერებმა, ოსირინმა და ელისმა იმუშავეს.

“ვამაყობთ იმით, რაც ბოლო ათ წელიწადში ამ სიმღერამ მიგვაღწევინა. ყოველთვის რთულია, რომ ჩანაწერის ორიგინალ ვერსიას აჯობო, მაგრამ გვსურდა, რომ კომპოზიციისთვის ახლებურად შეგეხედათ”, – დაწერა ჯგუფმა Icona Pop გავრცელებულ განცხადებაში.

სიმღერა 2012 წლის 14 ივნისს გამოვიდა და ბილბორდის საცეკვაო/ელექტრონულ ჩარტს ორი კვირის განმავლობაში ლიდერობდა, ცხელ ასეულში კი მან მეშვიდე ადგილი დაიკავა. ჩარტებში კომპოზიციამ ჯამში 17 კვირა დაჰყო.

“ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ ჩვენ დავწერეთ, სანამ ჩავწერდით. ეს ჩვენი სიმღერაა-მეთქი”, – აღნიშნა დუეტის წევრმა, აინო ჯავომ.
“შემდეგ წავიღეთ პროდიუსერთან Style Of Eye და ვთხოვეთ, ეს სიმღერა უფრო მეტად პანკური გაეხადა”, – განაცხადა ბენდის მეორე წევრმა, ქეროლაინ ჰილთმა.

ელექტროპოპ დუეტი Icona Pop შვედეთში 2009 წელს ჩამოყალიბდა. მასში ქეროლაინ ჰილთი და აინო იავო წევრიანდებიან. პროექტი ლეიბლებთან TEN Music Group და Ultra Music თანამშრომლობს. კოლექტივს წარმატება ჰიტმა I Love It მოუტანა. ჯგუფს დღემდე ორი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.

ჩარლიმ კი შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. არტისტი პოპულარული სიმღერით Boom Clap გახდა. მას დღემდე ხუთი სტუდიური ალბომი: True Romance, Sucker, Charli და How I’m Feeling Now აქვს გამოშვებული. ბრიტანული ჩარტის UK Singles Chart სათავეში მისი 11 სინგლია მოხვედრილი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ბენდმა Muse კომპოზიციაზე Will of the People კლიპი გადაიღო

შემდეგი სტატია

ნახეთ: დოჟა ქეთი ფილმის Elvis საუნდტრეკს Vegas ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ „ინსომნიას“ ცოცხალი შესრულების ჩანაწერი წარადგინა

„ეს სიმღერა ჩემს პირად გამოცდილებას ეხება და ემოციურად გახსნილი არის. მისი ჩაწერა და გამოშვება ერთგვარი რისკი და დიდი პასუხისმგებლობა იყო.“
მეტი

ტეილორ სვიფტმა კონცერტის მსვლელობისას, სავარაუდოდ, კანიე უესტთან წარსულში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა

„საუბრის შეწყვეტის საუკეთესო მიზეზი ის შემთხვევაა, როცა ხალხი შენს სახელს სკანდირებს“ - მიმართა სვიფტმა მსმენელს მეხიკოში გამართული კონცერტის სცენიდან.
მეტი

ოლივია როდრიგოს თქმით, მისი ახალი ალბომი როკით არის შთაგონებული

ინტერვიუში როდრიგო ასევე შეეხო თავის სადებიუტო ალბომს Sour და აღნიშნა ნამუშევრის შექმნისას მისი უდიდეს მუსიკალურ ინსპირაცია - ტეილორ სვიფტი იყო.
მეტი

სასამართლოს დადგენილებით, სექსუალური ძალადობის საქმეზე მაიკლ ჯექსონის კუთვნილი კომპანიების წინააღმდეგ დავა გაგრძელდება

უეიდ რობსონმა და ჯეიმს სეიფჩაკმა სარჩელი ათი წლის წინ წარადგინეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ჯექსონის კომპანიებს (MJJ Productions და MJJ Ventures) ვალდებულება ეკისრებოდათ, მომღერლის ძალადობისგან დაეცვათ.
მეტი

ბრიტნი სპირსი სემ ასგართან განქორწინებას გამოეხმაურა

არ ვაპირებ, ვინმეს რამე ავუხსნა, რადგან გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არავის საქმე არ არის!!!“ - წერს ბრიტნი სპირსი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მეტი