ნახეთ: Coldplay და ბრიუს სპრინგსტინი Dancing in the Dark-ს ასრულებენ

ფოტო: Danny Clinch

ბრიტანულმა როკ ბენდმა Coldplay ნიუ ჯერსიში, მიდოულენდსის სპორტულ კომპლექსში კონცერტი გამართა, რა დროსაც მას სცენაზე ამერიკელი მუსიკოსი, ბრიუს სპრინგსტინი შეუერთდა. არტისტებმა ამ უკანასკნელის ჰიტი Dancing in the Dark შეასრულეს. ეს სიტყვები კრის მარტინს მარცხენა ხელზე აქვს ამოსვირინგებული.

“გამარჯობა, ნიუ ჯერსი. კრისს ამ სიმღერის სახელი მკლავზე აწერია. ასე რომ, უნდა ვიმღერო ის”, – მიმართა სპრინგსტინმა დამსწრე აუდიტორიას და 2009 წლის ალბომში Working on a Dream შესული კომპოზიციის შესრულება დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ “ქოლდფლეი” ამერიკულ ტურნეს Music of the Spheres ფილადელფიაში გააგრძელებს, შემდეგ კი ქალაქ ატლანტასა და ტამპას ეწვევა. 

Coldplay ლონდონში 1996 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში კოლექტივს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ჯგუფის სამი სტუდიური ნამუშევარი – Parachutes, A Rush of Blood to the Head და X&Y დიდი ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ალბომებს შორის მოხვდა. შვიდი გრემის მფლობელ ბენდს ჯამში 9 ჩანაწერი აქვს გამოშვებული.

ბრიუს სპრინგსტინმა კი შემოქმედებითი კარიერა 1964 წელს დაიწყო. 1973 წელს როკ მუსიკოსმა სადებიუტო ნამუშევარი Greetings from Asbury Park, N.J. გაავრცელა. ამის შემდეგ მან 20 სტუდიური და 7 ლაივ ალბომი გამოსცა. 20 გრემის, 2 ოქროს გლობუსისა და ოსკარის მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. სპრინგსტინი სონგრაითერებისა და როკ-ენ-როლის დიდების დარბაზებში არის შეყვანილი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

უიქენდისა და Daft Punk-ის კლიპის I Feel It Coming ნახვებმა იუთუბზე მილიარდს გადააჭარბა

შემდეგი სტატია

Queen ფრედი მერკურის აქამდე უცნობ ჩანაწერს გამოუშვებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი