უიქენდისა და Daft Punk-ის კლიპის I Feel It Coming ნახვებმა იუთუბზე მილიარდს გადააჭარბა

ფოტო: The Weeknd ft. Daft Punk/I Feel It Coming

კანადელი მუსიკოსის, უიქენდისა და ელექტრონული დუეტის, Daft Punk-ის 2016 წლის ჰიტის I Feel It Coming ვიდეორგოლმა იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა. ტრეკი უიქენდის რიგით მესამე სტუდიურ ალბომში Starboy არის წარმოდგენილი.

ნახეთ: The Weeknd ვიდეორგოლს Out of Time ავრცელებს

I Feel It Coming გამოსვლიდან მალევე ბილბორდის ცხელ ასეულში მეოთხე პოზიციაზე გავიდა და ჩარტში ჯამში 26 კვირა გაატარა. უიქენდისა და “დაფთ ფანქის” კიდევ ერთი სინგლი Starboy კი ჰიტ-აღლუმის სათავეში მოექცა და ჩარტში 30 კვირის განმავლობაში დარჩა. ამ უკანასკნელს დღეს ორ მილიონზე მეტი ნახვა აქვს დაგროვებული.

კანადელმა მუსიკოსმა, აბელ ტესფაიემ, სასცენო სახელით The Weeknd, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მან სახელი მიქსტეიპებით House Of Balloons, Thursday და Echoes Of Silence გაითქვა, რომლებიც მოგვიანებით კომპილაციური ალბომის სახით გამოუშვა.

2013 წელს უიქენდმა სადებიუტო სტუდიური ალბომი Kiss Land გაავრცელა. ორი წლის შემდეგ გამოცემული Beauty Behind the Madness კი მისი პირველი ჩანაწერი გახდა, რომელიც Billboard 200-ის სათავეში მოხვდა. წარმატებული აღმოჩნდა მუსიკოსის ალბომები Starboy და After Hours, რომლებმაც ჩარტებში ლიდერი პოზიციის გარდა, კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურეს. დღეისთვის ბოლო, მეხუთე ნამუშევარი Dawn FM უიქენდმა 2020 წლის იანვარში გამოუშვა. ოთხი გრემის მფლობელი მუსიკოსის შემოქმედება ალტერნატიული არენბისა და პოპის სინთეზია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ფოსთ მელოუნმა კლიპი Insane გაავრცელა

შემდეგი სტატია

ნახეთ: Coldplay და ბრიუს სპრინგსტინი Dancing in the Dark-ს ასრულებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი

პატი სმითი ტეილორ სვიფტის ახალ ალბომში მის შესახებ ტექსტს გამოეხმაურა

„შენ არ ხარ დილან თომასი, მე არ ვარ პატი სმითი, ეს არ არის „სასტუმრო ჩელსი”, ჩვენ თანამედროვე სულელები ვართ,” - ასე ჟღერს სიმღერის ტექსტის თარგმანი.
მეტი