Queen ფრედი მერკურის აქამდე უცნობ ჩანაწერს გამოუშვებს

ფოტო: Steve Jennings/WireImage

ლეგენდარული შემსრულებლის, ფრედი მერკურის გარდაცვალებიდან სამი ათწლეულის შემდეგ, თაყვანისმცემლებს შესაძლოა, მისი ახალი მუსიკის მოსმენის შესაძლებლობა მიეცეთ. BBC Radio 2-თან ინტერვიუში ჯგუფ Queen-ის წევრებმა, ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა გაამხილეს, რომ მერკურის აქამდე უცნობი ვოკალური ჩანაწერი აღმოაჩინეს.

“ვიპოვეთ პატარა მარგალიტი, რომელიც დავიწყებული გვქონდა. ეს იყო ნამდვილი აღმოჩენა”, – აღნიშნა 72 წლის ტეილორმა. 

მუსიკოსებს ნამუშევრის სახელწოდება არ დაუსახელებიათ, თუმცა, ვებგვერდი Deadline წერს, რომ მას Face It Alone ერქმევა და სექტემბერში გამოიცემა. ტეილორისვე თქმით, ის 1988 წელს, ალბომის The Miracle სტუდიურ სესიებზე ჩაიწერა. როგორც მეი განმარტავს, ის და როჯერი დიდი ხნის განმავლობაში მსჯელობდნენ, გამოეშვათ თუ არა ნამუშევარი. 

“მივხვდით, რომ მასში იყო რაღაც განსაკუთრებული. ბევრჯერ მოვუსმინეთ და გვეგონა, რომ ვერ შევძლებდით მის გადარჩენას”, – აღნიშნა მეიმ. თუმცა, არტისტები მაინც წავიდნენ სტუდიაში და ხმის ინჟინრების დახმარებით ჩანაწერის გასუფთავება მოახერხეს.

აღსანიშნავია, რომ კოლექტივმა 2014 წლის ალბომში Queen Forever მერკურის მონაწილეობით ჩაწერილი სამი აქამდე უცნობი კომპოზიცია: Let Me in Your Heart Again, Love Kills და There Must Be More to Life Than This შეიტანა. ფრედისთან ერთად შექმნილი უკანასკნელი ალბომი Made in Heaven გახლავთ, რომელიც 1995 წელს, არტისტის გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ გამოიცა.

ფრედი მერკურიმ მუსიკალური კარიერა 1969 წელს დაიწყო. ის საზოგადოებამ ჯგუფ Queen-ში მოღვაწეობით გაიცნო. გამორჩეული ვოკალური მონაცემების მქონე შემსრულებელი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: Bohemian Rhapsody, Killer Queen, Somebody to Love, Don’t Stop Me Now, We Are the Champions და Crazy Little Thing Called Love. გამოცემა Rolling Stone-მა 2008 წელს ის ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის დაასახელა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: Coldplay და ბრიუს სპრინგსტინი Dancing in the Dark-ს ასრულებენ

შემდეგი სტატია

ნახეთ: BTS ქორეოგრაფიულ ვიდეოს ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

LF’E ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

LF’E-ის მუსიკა, რომელიც გულწრფელ შინაგან განცდებს გადმოსცემს

„ჩვენი მუსიკის მთავარი იდეა არის იმ განცდების და მდგომარეობის გადმოცემა, რასაც სიტყვებით ხშირად ვერ ვახერხებთ. როგორ ვიბრძვით საკუთარ თავთან ან გარემოსთან, როგორ ებმის ერთმანეთს რეალობა და დელუზია. ჩვენი მესიჯი არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ფრაზა, ეს არის მუდმივი ძიება და კითხვები.“
მეტი

სინდი ლოპერი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლით ბედნიერია და როკში ქალების წვლილზე მიუთითებს

„გამარჯვება ერთისთვის ნიშნავს გამარჯვებას ყველასთვის,” - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Metallica - Allegiant Stadium-ში 2022 წლის 25 თებერვალი, ლას ვეგასი, ნევადა. გიტარისტი - კირკ ჰამმეტი, დრამერი - ლარს ულრიხი, ფრონტმენი - ჯეიმს ჰეტფილდი და ბასისტი - რობერტ ტრუჯილიო ფოტო: ეთან მილერი / Getty Images

Metallica-მ გულშემატკივრებზე ორიენტირებული დოკუმენტური ფილმის Metallica Saved My Life-ის პირველი ოფიციალური ტრეილერი გამოუშვა

ფილმი იმ გულშემატკივრებზეა ფოკუსირებული, ვისზეც ბენდმა ცხოვრებისეული გავლენა მოახდინა, რეჟისორი კი Metallica-ს დიდი ხნის მეგობარი იონას აკერულნდია.
მეტი