ნახეთ: ფოსთ მელოუნმა კლიპი Insane გაავრცელა

ფოტო: Post Malone/Insane

ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, ფოსთ მელოუნი, ალბომის Twelve Carat Toothache გამოშვების შემდეგ, მასში შესული კომპოზიციის Insane ვიდეორგოლს ავრცელებს. კლიპში შორტში გამოწყობილი ტატუებიანი არტისტი აუზის ფონზე მღერის.

Twelve Carat Toothache მუსიკოსმა 2019 წლის ალბომის Hollywood’s Bleeding შემდეგ გამოაქვეყნა. მასში 14 კომპოზიციაა წარმოდგენილი, მათ შორის უიქენდთან ერთად ჩაწერილი One Right Now, როდი რიჩთან თანამშრომლობით შექმნილი Cooped Up, განას მონაწილეობით გამოშვებული I Cannot Be (A Sadder Song), დოჟა ქეთისა და მისი კოლაბორაციული ნამუშევარი I Like You (A Happier Song), მოწვეული არტისტების რანგში სტუდიურ ალბომში აგრეთვე შეხვდებით ქიდ ლაროისა და ბენდს Fleet Foxes.

მოუსმინეთ: ფოსთ მელოუნმა ახალი ალბომი Twelve Carat Toothache გამოუშვა

Apple Music-ის ზეინ ლოუისთან ინტერვიუში არტისტმა ახალ ალბომს თავისი დისკოგრაფიიდან რჩეული ჩანაწერი უწოდა.

“საკმარისი დრო გვქონდა მასზე სამუშაოდ. კარიერის დასაწყისი ადვილი არ იყო, მაგრამ შემდეგ კარგად გავიაზრე, რისი გაკეთება მსურდა, ვინ ვიყავი, რა მაბედნიერებდა… ახლა ბედნიერი ვარ, მიყვარს მუსიკის წერა”, – თქვა შემსრულებელმა.

ოსტინ რიჩარდ პოსტმა მუსიკალური მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო. ფსევდონიმი Post Malone მას რეპერის სახელის ონლაინ გენერატორმა შესთავაზა. არტისტისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა 2015 წლის ჰიტი White Iverson, რომელიც ბილბორდის ცხელ ასეულში მე-14 ადგილზე გავიდა. ამის შემდეგ მან გავლენიან ლეიბლ Republic Records-თან გააფორმა კონტრაქტი. 2016 წელს შემსრულებელმა სადებიუტო ალბომი Stoney გამოუშვა, რომელშიც ბრილიანტის სტატუსის მქონე სინგლი Congratulations შევიდა. ფოსთის მომდევნო ორმა სტუდიურმა ჩანაწერმა Beerbongs & Bentleys და Hollywood’s Bleeding ჩარტ Billboard 200-ში პირველი ადგილი დაიმსახურა. არტისტს დღემდე მსოფლიოში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მისი შემოქმედება პოპის, ჰიპ ჰოპის, არენბისა და თრეფის სინთეზია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ანდერსონ ფექი Vans-თან ერთად კოლექციას ავრცელებს

შემდეგი სტატია

უიქენდისა და Daft Punk-ის კლიპის I Feel It Coming ნახვებმა იუთუბზე მილიარდს გადააჭარბა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი