ნახეთ: კელი კლარკსონმა ჯორჯ მაიკლის Careless Whisper შეასრულა

ფოტო: NBC/Getty Images

პოპ შემსრულებელმა, კელი კლარკსონმა ტელეკომპანია NBC-ის ეთერში, საავტორო გადაცემის The Kelly Clarkson Show მუსიკალურ ნაწილში Kellyoke, ცნობილი ინგლისელი მომღერლის, ჯორჯ მაიკლის კლასიკა Careless Whisper შეასრულა. მას სცენაზე ტრადიციულად თავისი ლაივ ბენდი Y’all ახლდა.

ნახეთ: კელი კლარკსონი ჰიტს Georgia on My Mind ასრულებს

კომპოზიცია მაიკლმა თავისი ჯგუფის Wham! წევრთან, ენდრიუ რიჯლისთან თანამშრომლობით დაწერა. ნამუშევარი სამი კვირის განმავლობაში ბილბორდის ცხელ ასეულში პირველ ადგილს იკავებდა. ტრეკი დუეტმა 1984 წელს გამოუშვა. ის ალბომში Make It Big შევიდა, რომელმაც Billboard 200-ის ჩარტის სათავეში სამი კვირა გაატარა.

მაიკლი, რომელიც 2016 წელს გარდაიცვალა, ავტობიოგრაფიულ წიგნში იხსენებდა, რომ კომპოზიციის Careless Whisper დაწერის შთაგონება ავტობუსით მგზავრობისას მიიღო. მისი თქმით, სიმღერა თინეიჯერობისას თავისი შეყვარებულის ღალატით გამოწვეულ სინანულს უკავშირდება.

“პირველი გოგოს წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. კომპოზიცია სწორედ მას ეხებოდა. Careless Whisper ჩვენს ცეკვას ასახავდა, რადგანაც ბევრს ვცეკვავდით ხოლმე”, – წერდა მუსიკოსი.

კელი კლარკსონმა პოპულარობა 2002 წელს შოუში American Idol გამარჯვებით მოიპოვა. ამავე წელს გამოსული მისი კომპოზიცია A Moment Like This ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა და წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლის სტატუსი დაიმსახურა. გრემის სამი ჯილდოს მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Because Of You, Stronger, Since U Been Gone და Breakaway მოუტანა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ჰოლზი სინგლის So Good კლიპის თიზერს ავრცელებს

შემდეგი სტატია

ნახეთ: ჯეკ უაითი ახალ კლიპს If I Die Tomorrow ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი

პატი სმითი ტეილორ სვიფტის ახალ ალბომში მის შესახებ ტექსტს გამოეხმაურა

„შენ არ ხარ დილან თომასი, მე არ ვარ პატი სმითი, ეს არ არის „სასტუმრო ჩელსი”, ჩვენ თანამედროვე სულელები ვართ,” - ასე ჟღერს სიმღერის ტექსტის თარგმანი.
მეტი