Machine Gun Kelly ახალ სინგლს 10 ივნისს გაავრცელებს

ფოტო: Vijat Mohindra/Billboard

კლივლენდელი მუსიკოსი, მეშინ გან ქელი ალბომის Mainstream Sellout გამოშვებიდან ორი თვის თავზე, 10 ივნისს ახალ სინგლს More Than Life ჩაუშვებს გაყიდვაში. შემსრულებელმა ნამუშევარი ინსტაგრამზე დააანონსა და გამოქვეყნებულ გალერეაში ჩანაწერის გარეკანიც შეიტანა.

“სიმღერა More Than Life და მისი ვიდეო გამოქვეყნდება პარასკევს”, – დაწერა არტისტმა სოციალურ ქსელში.

More Than Life შემსრულებლის ბოლო ალბომის Mainstream Sellout ვინილ ვერსიაში შევა, რომელიც 24 ივნისს გამოიცემა. 32 წლის მუსიკოსის ორიგინალური ჩანაწერი გამოსვლიდან ერთ კვირაში Billboard 200-ის ჩარტის სათავეში მოხვდა და მასში ჯამში 10 კვირა გაატარა. 

კოლსონ ბეიკერი, ფსევდონიმით Machine Gun Kelly, შტატ ოჰაიოს ქალაქ კლივლენდში მცხოვრები რეპერი, მომღერალი და მსახიობია. არტისტი ფართო საზოგადოებამ 2010 წელს გაიცნო, როდესაც საკუთარი სახსრებით მიქსტეიპი Lace Up გამოუშვა. ორი წლის შემდეგ გაყიდვაში ამავე სახელწოდების ალბომი ჩაეშვა, რომელმაც Billboard 200-ის ჩარტში მეოთხე ადგილი დაიმსახურა. ქელის მოღვაწეობის განმავლობაში 6 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. პირველი ოთხი ჰიპ ჰოპ ნამუშევარია, ორი Tickets to My Downfall და Mainstream Sellout კი პოპ პანკი, რომლებზეც დრამერ ტრევის ბარკერთან ერთად იმუშავა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ჯეკ უაითი ახალ კლიპს If I Die Tomorrow ავრცელებს

შემდეგი სტატია

ბრიტნი სპირსმა 15 წლის ჯასტინ ბიბერთან შეხვედრა გაიხსენა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნუ მიეყრდნობით

„ნუ მიეყრდნობით“ –  ქართული ალტერნატიული სცენის ახალგაზრდა ხმა

„ჩვენი ტექსტების მოსმენის შემდეგ მინდა ხალხმა იგრძნოს, რომ მარტო არ არიან. იშვიათად ვეხებით სოციალურ თემებს, ამიტომაცაა ჩვენი მსმენელი უმეტესად ახალი თაობა, ხალხი, რომელსაც ამ გრძნობებისთვის ჯერ კიდევ სცალია.”
მეტი

„შუქი მოვიდა – ო, რა კარგია”

„როდესაც თბილისში ვარ, თავს სხვანაირად ვგრძნობ. ეს განცდა ალბათ მხოლოდ მაშინ გიჩნდება, როცა ქვეყანაში დიდხანს ცხოვრობდი და მასზე სიზმრებსაც ხედავ.” - ფრედი პაიანი.
მეტი
Izmir - ფოტო: ნინუცა კაკაბაძე, ლოკაცია -Loco Park • ლოკო პარკი

Izmir – მუსიკა, რომელიც სიჩუმესა და ხმაურს შორის შინაგან მონოლოგს ჰყვება

„Izmir არის დასავლური ჟანრის მუსიკა აღმოსავლური ელემენტებით, რაღაც მხრივ ის შეიძლება აღვიქვათ, როგორც დასავლური და აღმოსავლური კულტურის შერწყმის გეოგრაფიული წერტილი.“
მეტი
The Cave - ფოტო: ნიკა ზუბაშვილი

The Cave  – ქართული ალტერნატიული სივრცის ახალი სახე და სინგლი Mrs Cherry, რომელიც 30 ნოემბერს გამოვა

“რაც შეეხება Mrs Cherry-ს, ამ სინგლამდე სარეპეტიციოში ჩატარებული მრავალი ექსპერიმენტის შედეგად მივედით."
მეტი