ბრიტნი სპირსმა 15 წლის ჯასტინ ბიბერთან შეხვედრა გაიხსენა

ფოტო: Matt Winkelmeyer/GI

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა ინსტაგრამზე გაიხსენა, როგორ შეხვდა კანადელ კოლეგას, პატარა ჯასტინ ბიბერს წლების წინ თავისი ტურნეს ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ კონცერტზე. ბრიტნიმ ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც ჯასტინისა და ედ შირანის ჰიტზე I Don’t Care ცეკვავს.

ბრიტნი სპირსი: ცხოვრებაში ასეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ

“ჯასტინ, მახსოვს, როდესაც გასახდელში მესტუმრე დედასთან ერთად, მან კი მკითხა, ხომ არ იცი სოლარიუმი სად არისო. 15 წლის გასაოცარი ბავშვი იყავი. მადლობა შენი მუსიკისთვის. პატარა ეშმაკუნა ხარ. მყავს ვაჟები და ვიცი. უკვდავი გენია ხარ და შენს მუსიკაზე ყოველთვის ვიცეკვებ”, – დაწერა 40 წლის სპირსმა სოციალურ ქსელში.

View this post on Instagram

 

A post shared by Britney Spears (@britneyspears)

აღსანიშნავია, რომ ბრიტნის საქმრომ, სემ ასგარიმ გასულ კვირას მომღერლისა და მისი შვილის დაკარგვის შესახებ ისაუბრა. სპირსმა ორსულობის თაობაზე ინფორმაცია საზოგადოებას 14 მაისს ამცნო, მოგვიანებით კი მუცელი მოეშალა.

“მინდა, ახალგაზრდა მამა ვიყო. ამას ხომ დიდი სიხარული მოაქვს. ესაა ჩვენი შემდგომი ნაბიჯი”, – აღნიშნა ასგარიმ.

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსმა პირველი ორი კომერციულად წარმატებული ალბომით ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. შემსრულებლის ცხრა სტუდიური ჩანაწერიდან ექვსი Billboard 200-ის სათავეშია მოხვედრილი. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Machine Gun Kelly ახალ სინგლს 10 ივნისს გაავრცელებს

შემდეგი სტატია

ნახეთ: ბილი აილიშმა მანჩესტერში ახალი ბალადა TV შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ „ინსომნიას“ ცოცხალი შესრულების ჩანაწერი წარადგინა

„ეს სიმღერა ჩემს პირად გამოცდილებას ეხება და ემოციურად გახსნილი არის. მისი ჩაწერა და გამოშვება ერთგვარი რისკი და დიდი პასუხისმგებლობა იყო.“
მეტი

ტეილორ სვიფტმა კონცერტის მსვლელობისას, სავარაუდოდ, კანიე უესტთან წარსულში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა

„საუბრის შეწყვეტის საუკეთესო მიზეზი ის შემთხვევაა, როცა ხალხი შენს სახელს სკანდირებს“ - მიმართა სვიფტმა მსმენელს მეხიკოში გამართული კონცერტის სცენიდან.
მეტი

ოლივია როდრიგოს თქმით, მისი ახალი ალბომი როკით არის შთაგონებული

ინტერვიუში როდრიგო ასევე შეეხო თავის სადებიუტო ალბომს Sour და აღნიშნა ნამუშევრის შექმნისას მისი უდიდეს მუსიკალურ ინსპირაცია - ტეილორ სვიფტი იყო.
მეტი

სასამართლოს დადგენილებით, სექსუალური ძალადობის საქმეზე მაიკლ ჯექსონის კუთვნილი კომპანიების წინააღმდეგ დავა გაგრძელდება

უეიდ რობსონმა და ჯეიმს სეიფჩაკმა სარჩელი ათი წლის წინ წარადგინეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ჯექსონის კომპანიებს (MJJ Productions და MJJ Ventures) ვალდებულება ეკისრებოდათ, მომღერლის ძალადობისგან დაეცვათ.
მეტი

ბრიტნი სპირსი სემ ასგართან განქორწინებას გამოეხმაურა

არ ვაპირებ, ვინმეს რამე ავუხსნა, რადგან გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არავის საქმე არ არის!!!“ - წერს ბრიტნი სპირსი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მეტი