მოუსმინეთ: კელი კლარკსონმა ახალი ჩანაწერი Kellyoke გამოუშვა

ფოტო: Weiss Eubanks/NBCUniversal

ცნობილი პოპ მუსიკოსი, კელი კლარკსონი ახალ EP-ის სახელწოდებით Kellyoke ავრცელებს, რომელშიც მის საავტორო გადაცემაში The Kelly Clarkson Show ნამღერი კომპოზიციების ქავერ ვერსიები შევიდა.

ნახეთ: კელი კლარკსონმა ჯორჯ მაიკლის Careless Whisper შეასრულა

ჩანაწერში სულ ექვსი ტრეკია წარმოდგენილი, ესენია: ლინდა რონსტადტის Blue Bayou, უიქენდის Call Out My Name, უიტნი ჰიუსტონის Queen of the Night, შეიდის Trampoline, ბილი აილიშის Happier Than Ever და ჯგუფ Radiohead-ის ჰიტი Fake Plastic Trees.

აღსანიშნავია, რომ კელიმ კრებულის გამოშვებამდე სოციალურ ქსელ ტვიტერზე თაყვანისმცემლებს ჰკითხა, რომელი ქავერ ვერსიები შეეტანა ჩანაწერში.

კელი კლარკსონმა პოპულარობა 2002 წელს შოუში American Idol გამარჯვებით მოიპოვა. ამავე წელს გამოსული მისი კომპოზიცია A Moment Like This ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა და წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლის სტატუსი დაიმსახურა. გრემის სამი ჯილდოს მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Because Of You, Stronger, Since U Been Gone და Breakaway მოუტანა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: ჰოლზი ახალ სიმღერას So Good ავრცელებს

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: SZA ალბომის Ctrl დელუქს ვერსიას ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი

ჯესიკა სიმპსონი სიფხიზლის მერვე წელს აღნიშნავს

„8 წლის წინ, სწორედ დღევანდელ დღეს, გავაკეთე არჩევანი, შემეხედა სიმართლისთვის, მეღიარებინა და გამეშვა ჩემი ცხოვრების თვითდამანგრეველი ნაწილები, რომელთაც თავად ვირჩევდი,” - წერს მომღერალი.
მეტი

დევიდ ბოლი, Soft Cell-ის თანადამფუძნებელი, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

გლორია ჯონსის Tainted Love-ის ქავერის შესრულებით მულტიინსტრუმენტალისტმა მუსიკოსმა ვოკალისტ მარკ ალმონდთან ერთად საერთაშორისო ჰიტი შექმნა.
მეტი