მოუსმინეთ: SZA ალბომის Ctrl დელუქს ვერსიას ავრცელებს

ფოტო: RCA Records

ამერიკელი არენბი შემსრულებელი SZA წარმატებული სადებიუტო ალბომის Ctrl ხუთი წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩანაწერის დელუქს ვერსიას აქვეყნებს. მასში ორიგინალურ კომპოზიციებთან ერთად 7 ახალი სიმღერაა წარმოდგენილი. ესენია სინგლის Love Galore ალტერნატიული ვერსია, 2AM, Miles, Percolator, Awkward, Jodie და Tread Carefully.

“უბრალოდ საჩუქარია, არც მეტი, არც ნაკლები. თუ ოჯახის წევრი ხარ, მას მიიღებ. 5 წელი დიდი დროა. მადლობა ჩემი ცხოვრების შეცვლისთვის, მიყვარხართ”, – დაწერა არტისტმა ტვიტერზე.

Ctrl ლეიბლებმა Top Dawg Entertainment და RCA Records 2017 წლის 9 ივნისს ჩაუშვეს გაყიდვაში. ნამუშევარმა Billboard 200-ში მესამე ადგილი დაიკავა და მასში ჯამში 260 კვირა გაატარა, ტოპ არენბი ალბომების ჩარტში კი პირველ პოზიციაზე გავიდა. ჩანაწერმა სიზას გრემის ხუთი ნომინაცია, მათ შორის საუკეთესო ახალბედა არტისტი და საუკეთესო თანამედროვე ურბანული ალბომის კატეგორიები მოუტანა.

ნიუ ჯერსელმა სოლანა როუიმ, ფსევდონიმით SZA, მუსიკალური კარიერა 2011 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება არენბის, ნეო სოულისა და ჰიპ ჰოპის სინთეზია. გრემის მფლობელი მუსიკოსი, რომელიც ცნობილი გაერთიანების Top Dawg Entertainment წევრია, ფართო საზოგადოებამ 2014 წელს გავრცელებული სტუდიური ჩანაწერით Z გაიცნო. 2017 წელს გაყიდვაში არტისტის სადებიუტო ალბომი Ctrl ჩაეშვა, რომელმაც კრიტიკოსების მაღალი შეფასებები, თავად ავტორმა კი კიდევ უფრო დიდი აღიარება დაიმსახურა. მსოფლიო მასშტაბით ნამუშევრის 2 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: კელი კლარკსონმა ახალი ჩანაწერი Kellyoke გამოუშვა

შემდეგი სტატია

ნახეთ: ბრიტნი სპირსი ქორწილზე მადონასთან ცეკვის ვიდეოს ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი