BTS-ის პაუზის შემდეგ ჯეი-ჰოუპი სოლო ალბომს გამოუშვებს

ფოტო: BIGHIT MUSIC

სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS გაურკვეველი ვადით შემოქმედებითი პაუზის აღების შესახებ განაცხადა, რასაც მალევე თაყვანისმცემლების ვნებათაღელვა და ლეიბლის HYBE აქციების ფასის ვარდნა მოჰყვა. განცხადების თანახმად, შედეგად ჯგუფის თითოეულ წევრს შესაძლებლობა მიეცემოდა, თავისი ინდივიდუალურობა სოლო ალბომების საშუალებითა და სხვა არტისტებთან თანამშრომლობით წარმოეჩინა. ცნობილი გახდა, რომ პირველ დამოუკიდებელ ჩანაწერს ჯეი-ჰოუპი გაავრცელებს.

• მოუსმინეთ: BTS კრებულს Proof ავრცელებს

“ვფიქრობ, ეს სწორედ ის ცვლილებაა, რაც ამ მომენტში გვჭირდებოდა. “ბითიესისთვის” მნიშვნელოვანია, ახალი თავი გადავშალოთ”, – განაცხადა 28 წლის მუსიკოსმა.

აღსანიშნავია, რომ ამბის გავრცელების შემდეგ ლეიბლის HYBE აქციების ფასი 27.5%-ით შემცირდა, რაც დაახლოებით 1.7 მილიარდის დაკარგვას ნიშნავს.

კოლექტივმა პაუზა 2021 წელსაც აიღო, რათა “ხელახლა მიეღოთ შთაგონება და შემოქმედებითი ენერგიით დამუხტულიყვნენ”. 2019 წელს ბიჭები მსმენელს ასევე რამდენიმე კვირით დაემშვიდობნენ. 

ჯგუფი BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს “ბითიესი” ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. კოლექტივს დღემდე 9 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. აღსანიშნავია, რომ ბენდი მათ იაპონურ ენაზეც უშვებს. ბიჭებს ისეთ ვარსკვლავებთან უთანამშრომლიათ, როგორებიც არიან: Halsey, Megan Thee Stallion, Coldplay და სხვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მიკ ჯაგერს COVID-19-ის გამო ამსტერდამში კონცერტის გაუქმება მოუწია

შემდეგი სტატია

Coachella 2023-ის თარიღები დაანონსდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 4 – დრეიკი

დრეიკი, რომელიც 2000-იან წლებში არც ისე დამაჯერებელი მემკვიდრეობიდან გამოჩნდა, რათა 2010-იანების უდიდესი რეპერი გამხდარიყო, საბოლოოდ ეპოქის უდიდეს პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი

გაიცანით Lisa-ს სამყარო

Blackpink-ის სხვა წევრების მსგავსად, Lisa-ს თავისი სუპერძალა აქვს და ახლა მას არა მხოლოდ სოლო კარიერის, არამედ წარმატების ახალი მოდელის შესაქმნელად იყენებს.
მეტი

All I Want for Christmas-ის საავტორო უფლებების საქმეს მოსამართლე, სავარაუდოდ, მერაია კერის სასარგებლოდ გადაწყვეტს

სარჩელში მისისიპელი არტისტი ვინს ვენსი ამტკიცებს, რომ კერის მთავარი საშობაო სიმღერა მისი 1989 წლის იმავე სახელწოდების კომპოზიციის საავტორო უფლებებს არღვევს.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 10 – ადელი

ადელი 2010-იანი წლების ყველაზე დიდი კომერციული ძალა იყო, რომელმაც დაამსხვრია ის მოლოდინები, რაც იმ ეპოქის პოპვარსკვლავებისგან გვქონდა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 15 – მაილი საირუსი

მისი დებიუტი სატელევიზიო შოუს მთავარი პერსონაჟის, ჰანა მონტანას როლში შედგა. შემდეგ კი მსოფლიოს საკულტო პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი