მიკ ჯაგერს COVID-19-ის გამო ამსტერდამში კონცერტის გაუქმება მოუწია

ფოტო: Dave J Hogan/GI

ლეგენდარულ ინგლისურ როკ ბენდს The Rolling Stones ამსტერდამში, იოჰან კრუიფის არენაზე დაგეგმილი შოუს გაუქმება მას შემდეგ მოუწია, რაც ფრონტმენ მიკ ჯაგერს COVID-19 დაუდასტურდა. როგორც ჯგუფმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, მუსიკოსმა ანალიზის გაკეთება სიმპტომების გამოვლენის გამო გადაწყვიტა. უცნობია ინფორმაცია ბენდის სხვა წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

“დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ დღეს კონცერტი უნდა გადავდოთ. აუდიტორიის, დამხმარე არტისტებისა და პერსონალის უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია. შოუ მოგვიანებით აუცილებლად ჩატარდება, რომელზეც უკვე ნაყიდი ბილეთებით გვესტუმრებით. დეტალებს დაელოდეთ”, – წერია კოლექტივის განცხადებაში.

“როლინგ სთოუნსი” მეექვსე ათწლეული მოღვაწეობის აღსანიშნავად ტურნეს Sixty მართავს, რომელიც მადრიდში 1 ივნისს დაიწყო და მიუნხენში, ლივერპულში, ამსტერდამში, ლონდონში, ვენასა და პარიზში გაგრძელდება. შემაჯამებელი კონცერტი 31 ივლისს სტოკჰოლმში ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ ბენდი დრამერ ჩარლი ვატსის გარდაცვალების შემდეგ ამჟამად პირველ შოუებს მართავს. ვატსი სტივ ჯორდანმა შეცვალა.

საკულტო ჯგუფი “როლინგ სთოუნზი” ლონდონში 1962 წელს შეიქმნა და დღემდე 25 სტუდიური ალბომი გამოუშვა. მათ შორის ბოლო ჩანაწერი Blue & Lonesome 2016 წელს გამოიცა. კოლექტივი 1989 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს. სხვადასხვა გამოცემამ მუსიკოსები არაერთხელ დაასახელა ყველა დროის საუკეთესო არტისტებისა თუ ჯგუფების ათეულში. აღსანიშნავია ისიც, რომ ბენდის მიერ 2005-07 წლებში გამართული ტურნე, შემოსავლების ჯამური რაოდენობით, ისტორიაში მეორე ადგილს იკავებს. Bigger Bang Tour-მა კოლექტივს 523 მილიონზე მეტი დოლარი მოუტანა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფოსთ მელოუნს პირველი შვილი შეეძინა

შემდეგი სტატია

BTS-ის პაუზის შემდეგ ჯეი-ჰოუპი სოლო ალბომს გამოუშვებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„შუქი მოვიდა – ო, რა კარგია”

„როდესაც თბილისში ვარ, თავს სხვანაირად ვგრძნობ. ეს განცდა ალბათ მხოლოდ მაშინ გიჩნდება, როცა ქვეყანაში დიდხანს ცხოვრობდი და მასზე სიზმრებსაც ხედავ.” - ფრედი პაიანი.
მეტი
Izmir - ფოტო: ნინუცა კაკაბაძე, ლოკაცია -Loco Park • ლოკო პარკი

Izmir – მუსიკა, რომელიც სიჩუმესა და ხმაურს შორის შინაგან მონოლოგს ჰყვება

„Izmir არის დასავლური ჟანრის მუსიკა აღმოსავლური ელემენტებით, რაღაც მხრივ ის შეიძლება აღვიქვათ, როგორც დასავლური და აღმოსავლური კულტურის შერწყმის გეოგრაფიული წერტილი.“
მეტი
The Cave - ფოტო: ნიკა ზუბაშვილი

The Cave  – ქართული ალტერნატიული სივრცის ახალი სახე და სინგლი Mrs Cherry, რომელიც 30 ნოემბერს გამოვა

“რაც შეეხება Mrs Cherry-ს, ამ სინგლამდე სარეპეტიციოში ჩატარებული მრავალი ექსპერიმენტის შედეგად მივედით."
მეტი

შერონ ოსბორნი აკრიტიკებს ყოფილი მენეჯერის გეგმას, გამოაქვეყნოს Black Sabbath-ის აქამდე უცნობი ჩანაწერები

„იცი, რომ როგორც ბენდი, Black Sabbath ასეთ რაღაცებს არ ეგუება,” - დაწერა შერონმა ინსტაგრამზე.
მეტი