მოუსმინეთ: ლიზო ახალ სინგლს Grrrls ავრცელებს

ფოტო: AB+DM for Lizzo

ამერიკელმა მომღერალმა, ლიზომ თავისი მომავალი ალბომიდან Special რიგით მეორე კომპოზიცია Grrrls გაავრცელა, რომელიც თავის საუკეთესო მეგობრებს მიუძღვნა.

მოუსმინეთ: ლიზო სიმღერის About Damn Time რემიქსს ავრცელებს

“სად არიან ჩემი გოგოები? სად არიან ჩემი გოგოები? ეს ჩხუბის ის ტიპია, რაც მინდოდა”, – მღერის 34 წლის არტისტი.

მუსიკოსმა მანამდე სინგლი ინსტაგრამზე დააანონსა.

“ეს ჩემი გოგოა, ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული. თუ რაიმეს აკეთებს, ესე იგი მეც ვაკეთებ. დიახ, ჩვენ ვჩხუბობთ, თქვენ საქმეს მიხედეთ”, – ისმის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Lizzo (@lizzobeeating)

ამ ნამუშევრამდე ლიზომ კომპოზიცია About Damn Time ჩაუშვა გაყიდვაში, რომელიც ამჟამად ბილბორდის ცხელ ასეულში მეოთხე პოზიციაზე იმყოფება. რაც შეეხება მუსიკოსის მომავალ ალბომს Special, ის 15 ივლისს გამოიცემა.

3 გრემის მფლობელმა ლიზომ მუსიკალური მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. დღეისთვის მის დისკოგრაფიაში 3 ალბომი, ორი EP და კოლაბორაციული ჩანაწერი ერთიანდება. შემსრულებლის ბოლო სტუდიური ნამუშევარი Cuz I Love You ჩარტ Billboard 200-ის ტოპ ხუთეულში მოხვდა. არტისტი ინდი ჰიპ ჰოპ ჯგუფების: The Chalice, Grrrl Prty, The Clerb, Ellypseas და Absynthe ერთ-ერთი დამაარსებელია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: BTS-ის ჯონგუქმა ფანებს სიმღერა My You მიუძღვნა

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: ქერი ანდერვუდმა ალბომი Denim & Rhinestones გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი
Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი