ნახეთ: კელი კლარკსონმა Stop Draggin’ My Heart Around იმღერა

ფოტო: The Kelly Clarkson Show/NBC

ამერიკელმა პოპ მომღერალმა, კელი კლარკსონმა ტელეკომპანია NBC-ის ეთერში, საავტორო გადაცემის The Kelly Clarkson Show მუსიკალურ ნაწილში Kellyoke, თავისი ლაივ ბენდის Y’all თანხლებით, ტომ პეტისა და სტივი ნიქსის ჰიტი Stop Draggin’ My Heart Around შეასრულა. 

მოუსმინეთ: კელი კლარკსონმა ახალი ჩანაწერი Kellyoke გამოუშვა

აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი სიმღერა, რომელშიც Fleetwood Mac-ის ვოკალისტი, სტივი ნიქსი საზოგადოებას სოლო შემსრულებლად მოევლინა. ტრეკი, რომელიც ბილბორდის ცხელ ასეულში მესამე პოზიციაზე მოხვდა, მის 1981 წლის სადებიუტო ალბომში Bella Donna შედის. სტუდიურ ჩანაწერში გვხვდება აგრეთვე ჰიტი Edge of Seventeen.

“დროსთან ერთად, მე და სტივი ნელ-ნელა დავმეგობრდით. ის მოდიოდა ჩემს სახლში, ვმღეროდით, გიტარაზე ვუკრავდით”, – იხსენებდა ტომ პეტი პოლ ზოლოს 2005 წლის წიგნში Conversations With Tom Petty.

კელი კლარკსონმა პოპულარობა 2002 წელს შოუში American Idol გამარჯვებით მოიპოვა. ამავე წელს გამოსული მისი კომპოზიცია A Moment Like This ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა და წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლის სტატუსი დაიმსახურა. გრემის სამი ჯილდოს მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Because Of You, Stronger, Since U Been Gone და Breakaway მოუტანა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ჰარი სტაილზი პროექტში The First Take სიმღერას Boyfriends ასრულებს

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: BTS-ის ჯონგუქმა ფანებს სიმღერა My You მიუძღვნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი

პატი სმითი ტეილორ სვიფტის ახალ ალბომში მის შესახებ ტექსტს გამოეხმაურა

„შენ არ ხარ დილან თომასი, მე არ ვარ პატი სმითი, ეს არ არის „სასტუმრო ჩელსი”, ჩვენ თანამედროვე სულელები ვართ,” - ასე ჟღერს სიმღერის ტექსტის თარგმანი.
მეტი