ნახეთ: ჰარი სტაილზი პროექტში The First Take სიმღერას Boyfriends ასრულებს

ფოტო: The First Take

28 წლის ცნობილმა ინგლისელმა პოპვარსკვლავმა, ჰარი სტაილზმა იუთუბის იაპონურ არხზე The First Take სტუმრობისას თავისი ახალი ალბომიდან Harry’s House ტრეკი Boyfriends შეასრულა. არტისტმა კომპოზიცია ორი გიტარისტისა და ამდენივე ბექვოკალისტის თანხლებით იმღერა.

მოუსმინეთ: ჰარი სტაილზი ახალ ალბომს Harry’s House ავრცელებს

“შენ არ ხარ მასთან ახლოს, სახლამდე კიდევ ნახევარი გზაა დარჩენილი. მხოლოდ მაშინ გირეკავ, როდესაც მარტო ყოფნა არ მინდა”, – მღერის ჰარი გიტარის თანხლებით, შემდეგ კი ბექვოკალისტებთან ერთად აკაპელას ასრულებს.

მუსიკოსი იმ დასავლელ არტისტთა მცირე ჩამონათვალს შორისაა, რომლებმაც The First Take-ში მიიღეს მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ პროექტში შემსრულებლები შეუჩერებლად მღერიან და მათი ნამღერი არ მონტაჟდება. 

“ნამდვილად საკულტო შესრულებაა. ბევრ თანამედროვე არტისტს არ ჰყოფნის თავდაჯერება, რომ აქ იმღეროს, რადგანაც კარგად ხდება შესაძლებლობების დემონსტრირება. აღფრთოვანებული ვარ”, – წერდნენ მაყურებლები.

მუსიკოსი ფართო საზოგადოებამ 2010 წელს ბოიბენდში One Direction მოღვაწეობით გაიცნო. 2017 წელს მან სადებიუტო სტუდიური ალბომი Harry Styles გამოუშვა, რომელსაც Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილი ერგო. 2019 წელს იგივე შედეგი ჰარის მეორე ნამუშევარმა Fine Line გაიმეორა. 2021 წელს არტისტმა სიმღერით Watermelon Sugar გრემიზე საუკეთესო პოპ სოლო შესრულების ნომინაციაში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ სტაილზი პირველი მამაკაცია, რომელიც ჟურნალ Vogue-ის ყდაზე მარტო დაბეჭდეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Kelly Clarkson

ნახეთ: კელი კლარკსონი ელტონ ჯონის ჰიტს I’m Still Standing ასრულებს

შემდეგი სტატია

ნახეთ: კელი კლარკსონმა Stop Draggin’ My Heart Around იმღერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი