BTS-ის რომელი წევრის სოლო ალბომს ელოდებიან ყველაზე მეტად ფანები

ფოტო: Matt Winkelmeyer/Getty Images

სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS ახლახან გაურკვეველი ვადით შემოქმედებითი პაუზა აიღო, რათა ბიჭებმა სოლო პროექტებზე დაიწყონ მუშაობა. კოლექტივის თაყვანისმცემლებმა მონაწილეობა მიიღეს გამოცემა Billboard-ის გამოკითხვაში “ჯგუფის რომელი წევრის ნამუშევარს ელოდები?”. შედეგებით დადგინდა, რომ არმი ყველაზე მეტად ჯიმინის ჩანაწერს ელის. მას ხმების 28% ერგო. მეორე ადგილზე კი 22%-ით ჯინი გავიდა.

მოუსმინეთ: BTS-ის ჯონგუქმა ფანებს სიმღერა My You მიუძღვნა

“ბითიესმა” პაუზის შესახებ 14 ივნისს განაცხადა, რასაც თაყვანისმცემლების ვნებათაღელვა მოჰყვა. არემმა მოგვიანებით დააანონსა, რომ პირველ სოლო ალბომს ჯეი-ჰოუპი გაავრცელებს.

ჯონგუქმა კი აპლიკაციაში V LIVE პირდაპირი ჩართვისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ბენდი არ იშლება და არტისტები დამოუკიდებელ ჩანაწერებზე იმუშავებენ. ხოლო კოლექტივი კვლავ განაგრძობს სხვადასხვა საერთო პროექტზე მუშაობას, მათ შორის Run BTS-ზე.

ჯგუფი BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს “ბითიესი” ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. კოლექტივს დღემდე 9 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. აღსანიშნავია, რომ ბენდი მათ იაპონურ ენაზეც უშვებს. ბიჭებს ისეთ ვარსკვლავებთან უთანამშრომლიათ, როგორებიც არიან: Halsey, Megan Thee Stallion, Coldplay და სხვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯენეტ ჯექსონი: ოდესმე ახალ მუსიკას გამოვუშვებ

შემდეგი სტატია

ლედი გაგას კლიპის Poker Face ნახვებმა მილიარდს გადააჭარბა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი