ლედი გაგას კლიპის Poker Face ნახვებმა მილიარდს გადააჭარბა

ფოტო: Lady Gaga/Poker Face

ცნობილი ამერიკელი მომღერლის, ლედი გაგას ჰიტზე Poker Face გადაღებული ვიდეორგოლის ნახვებმა იუთუბზე მილიარდს გადააჭარბა. ეს მუსიკოსის უკვე მესამე ნამუშევარია, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია. კლიპი პლატფორმაზე 2008 წლის დეკემბერში აიტვირთა. 

მოუსმინეთ: ლედი გაგა ფილმის Top Gun: Maverick საუნდტრეკს ავრცელებს

ვიზუალურ ნამუშევარში 22 წლის გაგა მდიდრული აუზიდან ამოდის, სადაც გერმანული დოგის ჯიშის ძაღლები ხვდება. ვიდეოს განმავლობაში ის რამდენიმე ფუტურისტულ სამოსსა და პარიკს იცვლის, ცეკვავს და მეგობრებთან ერთად პოკერს თამაშობს.

წარსულში მომღერლის ორმა კლიპმა გადააჭარბა მილიონ ნახვას. ესენია 2018 წლის Shallow და ჰიტი Bad Romance. რაც შეეხება სიმღერას Poker Face, ის 2009 წლის აპრილში ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოხვდა და ჩარტში ჯამში 40 კვირა გაატარა. ის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სინგლია. ტრეკმა შემსრულებელს საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერის კატეგორიაში გრემის ჯილდოც მოუტანა.

13 გრემის მფლობელმა სტეფანი ჯერმანოტამ, სასცენო სახელით Lady Gaga, კარიერა 2001 წელს დაიწყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სინგლმა Bad Romance მოუტანა. მისი ხუთი სტუდიური ალბომი გამოსვლისთანავე Billboard 200-ის ჩარტის სათავეში მოექცა. 2016 წელს მომღერალს ამერიკულ სერიალში American Horror Story: Hotel შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი გადაეცა. 2019 წელს კი ამერიკული მუსიკალური დრამის A Star Is Born საუნდტრეკმა Shallow გაგას ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები მოუტანა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

BTS-ის რომელი წევრის სოლო ალბომს ელოდებიან ყველაზე მეტად ფანები

შემდეგი სტატია

ნახეთ: ჰარი სტაილზი ფილმის My Policeman თრეილერში

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი

ჯესიკა სიმპსონი სიფხიზლის მერვე წელს აღნიშნავს

„8 წლის წინ, სწორედ დღევანდელ დღეს, გავაკეთე არჩევანი, შემეხედა სიმართლისთვის, მეღიარებინა და გამეშვა ჩემი ცხოვრების თვითდამანგრეველი ნაწილები, რომელთაც თავად ვირჩევდი,” - წერს მომღერალი.
მეტი