Beyonce ახალ ალბომს Renaissance აანონსებს

ფოტო: Parkwood Entertainment

პოპვარსკვლავი ბიონსე ახალ ალბომს Renaissance აანონსებს. ნამუშევარი გაყიდვაში 29 ივლისს ჩაეშვება. პლატფორმა Apple Music-ის წინასწარი დამატების ფუნქციის საშუალებით ირკვევა, რომ პროექტი 16 კომპოზიციას მოიცავს. ეს პირველი სრულმეტრაჟიანი ჩანაწერი იქნება 2016 წლის ნამუშევრის Lemonade შემდეგ.

ნახეთ: ბიონსემ ოსკარების დაჯილდოებაზე Be Alive შეასრულა

ბიონსემ 2018 წელს თავის ქმართან, რეპერ ჯეი ზისთან თანამშრომლობით ჩანაწერი Everything Is Love გაავრცელა, შემდეგ იმუშავა საუნდტრეკების ალბომზე The Lion King: The Gift, სინგლზე Be Alive და ოსკაროსან ფილმზე King Richard, აგრეთვე ჰიპ ჰოპ არტისტ Megan Thee Stallion-ის გრემის მფლობელ ჰიტში Savage მიიღო მონაწილეობა.

ბიონსე ნოულს-კარტერი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსია. 28 გრემის მფლობელ შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 120 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Single Ladies, Crazy In Love, Irreplaceable და Formation მოუტანა. ის პირველი სოლო არტისტია, რომლის პირველი ექვსი სტუდიური ალბომი Billboard 200-ის სათავეში მოხვდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: Machine Gun Kelly-ზე გადაღებული ფილმის თრეილერი

შემდეგი სტატია

კარდაშიანი: ქანიე, მადლობა, რომ ჩვენი შვილების საუკეთესო მამა ხარ

შეიძლება დაგაინტერესოთ

რამ აქცია 1995 წელი მადონას ვარსკვლავური კარიერის მომნუსხველი გარდაქმნის წლად

ამ კვირის „უდიდესი პოპვარსკვლავების” პოდკასტის Vintage Pop Stardom ეპიზოდი მადონას Bedtime Stories-ის ეპოქას ეძღვნება და განიხილავს, თუ რატომ არის ის რეზონანსული დღესაც, 30 წლის შემდეგ.
მეტი

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

მომღერალი მარიამ შენგელია 2025 წელს რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდება.
მეტი
SZA - 2024 წლის 30 ივნისს გლასტონბერის ფესტივალზე ჯოზეფ ოკპაკო/WireImage

SZA-ს თქმით მისი მომავალი ალბომები ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი

რეკორდ სტუდიოსთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით ეს SZA-ს ბოლო პროექტი იქნება, რომელიც სწორედ საბავშვო აუდიტორიაზე გათვლილ მოთხოვნებს ითვალისწინებდა.
მეტი

2024 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის დაბრუნება – ჰოზიერი

მას შემდეგ, რაც დეკადით ადრე სენსაციური ჰიტი გამოსცა, ირლანდიელი ავტორ-შემსრულებელი რეალურად არც არსად წასულა. პირიქით, ის განვითარებას განაგრძობდა და 2024 წელს მყარად დაბრუნდა მეინსტრიმის ცენტრში.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 3 – რიანა

მას შემდეგ, რაც თინეიჯერობის ასაკში ბარბადოსიდან აშშ-ში ჩავიდა, რიანამ სწრაფად შეძლო თავის დამკვიდრება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ჰიტმეიკერი, მომხიბლაობის სიმბოლო და ნოვატორი ფიგურა თანამედროვე პოპისტორიაში.
მეტი