მოუსმინეთ: Drake დაუანონსებლად ახალ ალბომს Honestly, Nevermind ავრცელებს

ფოტო: Republic Records

კანადელმა სუპერვარსკვლავმა, დრეიქმა დაანონსების გარეშე რიგით მეშვიდე სტუდიური ალბომი Honestly, Nevermind გამოუშვა. 35 წლის მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს ახალი ჩანაწერის შესახებ მხოლოდ გუშინ აცნობა.

“მეშვიდე სტუდიური ალბომი Honestly, Nevermind ამ შუაღამეს გამოვა”, – დაწერა მან ინსტაგრამზე.

ბოლო ალბომი Certified Lover Boy შემსრულებელმა 2021 წლის 3 სექტემბერს გამოაქვეყნა. ნამუშევარი Billboard 200-ისა და არენბი/ჰიპ ჰოპ ალბომების ჩარტების სათავეში მოხვდა. ცხელი ასეულის პირველი ადგილი კი იანგ თაგისა და Future-ს მონაწილეობით ჩაწერილ ჰიტს Way 2 Sexy ერგო.

ობრი დრეიქ გრეემმა მუსიკალური მოღვაწეობა 2001 წელს დაიწყო. მისი კარიერული აღმასვლა ლეიბლს Young Money Entertainment უკავშირდება. 2010 წელს არტისტმა სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ჩანაწერი Thank Me Later გამოუშვა, რომელიც Billboard 200-ის სათავეში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ მის მიერ გამოშვებული ყველა ალბომი ხსენებულ ჩარტში პირველ პოზიციაზე გავიდა. ოთხი გრემის მფლობელ რეპერს მსოფლიოში 170 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. დრეიქი ლეიბლ OVO Sound-ის დამფუძნებელია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: პოლ მაკკარტნის სცენაზე ბრიუს სპრინგსტინი და ჯონ ბონ ჯოვი შეუერთდნენ

შემდეგი სტატია

ნახეთ: ჰარი სტაილზმა კონცერტზე პირველ მასწავლებელს მიმართა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარის გამოსვლა ყველა დროის ყველაზე ყურებადი Halftime Show გახდა

შოუს 133.5 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, რაც როგორც თავად Super Bowl-ის, ასევე მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული Halftime Show-ს მაყურებელთა რაოდენობასაც აჭარბებს.
მეტი

სერენა უილიამსი ყველასთვის მოულოდნელად კენდრიკ ლამარის Super Bowl Halftime Show-ზე გამოჩნდა

ფანების აზრით, Not Like Us-ის დროს ჩოგბურთის ლეგენდის გამოჩენა დრეიკისთვის კიდევ ერთი სილის გაწვნა იყო.
მეტი

კანიე უესტის თქმით, ბიანკა სენსორი მას აუტისტური სპექტრის დიაგნოზის დასმაში დაეხმარა

რეპერი ამბობს, რომ მისთვის მანამდე დასმული ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი არასწორი იყო.
მეტი