ნახეთ: ქარდი ბი და ტიანა ტეილორი პროექტის Cardi Tries ახალ ეპიზოდში

ფოტო: Axelle/Bauer-Griffin/GI

პროექტის Cardi Tries ბოლო ეპიზოდში ჰიპ ჰოპ არტისტი, ქარდი ბი არენბი მომღერალ ტიანა ტეილორთან ერთად, შოკოლადის მწარმოებელი კომპანიის andSons Chocolatiers წარმომადგენელ კრის ჰარვის მეთვალყურეობით, შოკოლადის დამზადებას ცდილობს.

ნახეთ: ქარდი და მეგანი შოუს Cardi Tries ახალ ეპიზოდში

თავდაპირველად მუსიკოსები ნედლი კაკაოს მარცვალს ნახულობენ და შოკოლადის წარმოშობის ისტორიას ისმენენ. შემდეგ კი ჰარვი მათ ასწავლის, როგორ უნდა დამზადდეს შოკოლადის ბონბონები.

2020 წლის ბოლოს დაწყებულ პროექტში Cardi Tries ქარდი ბი თავის უნარებს სხვადასხვა საქმიანობაში ცდის. დღემდე მან იტრიალა ტანმოვარჯიშეებთან ერთად, ქმარს გაუკეთა ტატუ, მადლიერების დღის სადილი მოამზადა, გაუწია ქორწილს ორგანიზება და სხვა.

ნიუ იორკელმა ბელქალის ალმანზარმა, ფსევდონიმით Cardi B, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. 2017 წელს მან ჰიტი Bodack Yellow გამოუშვა, რომელმაც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში ზედიზედ სამი კვირა დაჰყო. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის წამყვან პოზიციაზე გავიდა. სინგლი ბრილიანტის სტატუსის მფლობელიც გახდა, რამაც ქარდი ამ მიღწევის მქონე პირველ ქალ რეპერად აქცია. 2019 წელს მუსიკოსის სამმაგი პლატინის მფლობელმა სადებიუტო ჩანაწერმა Invasion Of Privacy გრემის დაჯილდოებაზე “წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის” კატეგორიაში გაიმარჯვა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალმა სოლო არტისტმა აღნიშნული ნომინაცია მოიგო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: ჯონ ლეჯენდი და მუნი ლონგი სინგლს Honey ავრცელებენ

შემდეგი სტატია

პოლ მაკკარტნი ბოქს-სეტს McCartney I II III აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

50 Cent-ის თქმით, თანამედროვე რეპის შესაქმნელად მან თავისი „სულელური მხარე” უნდა გამოიყენოს

„ახლანდელ მუსიკას თუ გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ სისულელე უნდა გავაკეთო,” - პასუხობს რეპერი კითხვაზე, თუ რატომ აღარ ქმნის მუსიკას ისეთი სიხშირით, როგორც ადრე.
მეტი

A$AP Rocky 2024 წლის iHeartRadio Music Festival-ზე მონაწილეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ მიიღებს

„სამწუხაროდ ავად გავხდი და iHeartRadio Music Festival-ზე ვეღარ გამოვალ. ბოდიში ვუხდი ჩემს ფანებს და მადლობა iHeartRadio-ს, რომ ეს შესაძლებლობა მომცა,” - წერს რეპერი ინსტაგრამზე
მეტი

ქარდი ბი მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს პასუხობს: „სასამართლოში შევხვდებით”

„პრობლემა ის არის, რომ ადამიანებს ახლა თავის დაძვრენა სურთ, მაგრამ გააუთოვეთ თქვენი საუკეთესო კოსტიუმები, რადგან სასამართლოში შევხვდებით!!!!”
მეტი