პოლ მაკკარტნი ბოქს-სეტს McCartney I II III აანონსებს

ფოტო: Dimitrios Kambouris/GI for The Rock and Roll Hall of Fame

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი, პოლ მაკკარტნი 5 აგვისტოს ბოქს-სეტს სახელწოდებით McCartney I II III გამოუშვებს, რომელშიც მისი ალბომები McCartney (1970), McCartney II (1980) და McCartney III (2020) გაერთიანდება. ნამუშევრის შეძენა წინასწარ არტისტის ვებგვერდზეა შესაძლებელი.

ნახეთ: პოლ მაკკარტნის სცენაზე ბრიუს სპრინგსტინი და ჯონ ბონ ჯოვი შეუერთდნენ

ბოქს-სეტი სამი სახის იქნება: ლიმიტირებული ფერადი ვინილით, რომელიც $99.98 ეღირება, შავი ვინილით, რომლის ფასიც 89.98 დოლარს შეადგენს და კომპაქტ დისკით ($39.98). კრებულში აგრეთვე წარმოდგენილი იქნება ნაბეჭდი ფოტოები და “ბითლზის” ყოფილი წევრის ჩანაწერები თითოეული ალბომის შესახებ. ჩასადების გარეკანსა და ტიპოგრაფიაზე ხელოვანმა, ედ რუსქამ იმუშავა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დეკემბერში ტრილოგიის ბოლო ნაწილი McCartney III ბილბორდის ჩარტის Top Album Sales სათავეში მოხვდა. მისი რემიქს ვერსია McCartney III Imagined მომავალ წელს გამოიცა და მასში მოწვეული არტისტების რანგში ბექი, სენტ ვინსენტი, ფიბი ბრიჯერსი, დეიმონ ალბარნი, ჯოშ ჰომი და ანდერსონ ფექი ვიხილეთ.

ახლახან ნიუ ჯერსიში გამართული კონცერტით მაკკარტნიმ ჩრდილოეთ ამერიკული ტურნე Got Back შეაჯამა. 25 ივნისს კი არტისტი დიდ ბრიტანეთში ფესტივალ “გლასტონბერის” ჰედლაინერი იქნება.

1960-70 წლებში პოლ მაკკარტნი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის The Beatles ფრონტმენი იყო. ჯონ ლენონისა და მის მიერ დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტებად რჩება. “ბითლზის” დაშლის შემდეგ პოლმა ცოლთან, ლინდასთან ერთად ბენდი Wings შექმნა, პარალელურად კი სოლო კარიერაც დაიწყო. არტისტს 18 ალბომი აქვს გამოშვებული. გრემის პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება პოლმა 18-ჯერ მოახერხა, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში კი ორჯერ შეიყვანეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ქარდი ბი და ტიანა ტეილორი პროექტის Cardi Tries ახალ ეპიზოდში

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: ბიონსე ახალ სინგლს Break My Soul ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Slash-ის თქმით, 17 წლის შემდეგ Guns N’ Roses-ის ალბომი გამოვა

საინტერესოა, რომ ლეგენდარული ბენდის ბოლო ორ ალბომს შორისაც იგივე დრო იყო გასული, ასე რომ, შესაძლოა, ახალი ალბომი დროულად გამოვიდეს.
მეტი

ნოელ გალაგერის პირველი ინტერვიუ „ოაზისის” გაერთიანების შემდეგ

ფეხბურთზე შეყვარებულმა მუსიკოსმა სპორტულ შოუში მიიღო მონაწილეობა, სადაც ფეხბურთის გარდა, იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ გრძნობს თავს დიდი ბრიტანეთის კონცერტების შემდეგ.
მეტი

ოზი ოსბორნის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიდო

ბრიტანული სატელევიზიო კომპანიის განცხადებით, „ფილმის ჩვენების განრიგმა გადაიწია.”
მეტი

Radiohead “Hail to the Thief Live Recordings 2003-2009-ის” ციფრულ ვერსიას გამოსცემს

ლაივ ჩანაწერი მოიცავს ბენდის მე-6 სტუდიური ალბომის სიმღერების კომპილაციას, რომლებიც სხვადასხვა დროს ბუენოს-აირესში, ლონდონში, ამსტერდამსა და დუბლინში აქვთ შესრულებული.
მეტი