მოუსმინეთ: ბიონსე ახალ სინგლს Break My Soul ავრცელებს

ფოტო: Mason Poole/A.M.P.A.S. via GI

პოპვარსკვლავი ბიონსე მომავალი ალბომიდან Renaissance პირველ სინგლს Break My Soul ავრცელებს, რომელიც ლეიბლმა Tidal პლატფორმა იუთუბზე ატვირთა. სტუდიური ჩანაწერი გაყიდვაში 29 ივლისს ჩაეშვება. “ჩემს სულს ვერ გატეხ”, – მღერის არტისტი კომპოზიციის მისამღერში.

“ესაა მუსიკა, რომელიც აღგაფრთოვანებს, გამოგზაურებს კულტურებსა და სუბკულტურებში, ჩვენი ხალხის წარსულსა და აწმყოში. მუსიკაა, რომელიც საცეკვაო მოედანზე ბევრს გააერთიანებს, მუსიკაა, რომელიც შენს სულს შეეხება”, – ასე აღწერა მომავალი ალბომი ბრიტანული “ვოგის” მთავარმა რედაქტორმა, ედუარდ ენიფულმა. აღსანიშნავია, რომ ბიონსე ჟურნალის ივლისის ნომრის სტუმარია.

ბოლო ალბომი Lemonade ბიონსემ 2016 წელს გამოუშვა. ეს რიგით მეექვსე ნამუშევარი გახლდათ, რომელმაც Billboard 200-ის ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა. 2018 წელს მან ქმართან, რეპერ ჯეი ზისთან თანამშრომლობით ჩანაწერი Everything Is Love გაავრცელა, შემდეგ იმუშავა საუნდტრეკების ალბომზე The Lion King: The Gift და ლაივ პროექტზე Homecoming: The Live Album, სინგლზე Be Alive და ოსკაროსან ფილმზე King Richard.

ბიონსე ნოულს-კარტერი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსია. 28 გრემის მფლობელ შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 120 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Single Ladies, Crazy In Love, Irreplaceable და Formation მოუტანა. ის პირველი სოლო არტისტია, რომლის პირველი ექვსი სტუდიური ალბომი Billboard 200-ის სათავეში მოხვდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პოლ მაკკარტნი ბოქს-სეტს McCartney I II III აანონსებს

შემდეგი სტატია

ნახეთ: ბედ ბანიმ სიმღერაზე Me Porto Bonito კლიპი გადაიღო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი