ნახეთ: ბედ ბანიმ სიმღერაზე Me Porto Bonito კლიპი გადაიღო

ფოტო: Bad Bunny/Me Porto Bonito

ცნობილმა პუერტორიკოელმა არტისტმა, ბედ ბანიმ კომპოზიციაზე Me Porto Bonito ვიდეორგოლი გადაიღო. ნამუშევარში თანამემამულე მუსიკოსი, ჩენჩო კორლეონე მონაწილეობს. Moscow Mule-სა და Titi Me Pregunto-ს შემდეგ, ეს ახალ ალბომში Un Verano Sin Ti შესული მესამე ტრეკია, რომელზეც ბანიმ კლიპი შექმნა.

მოუსმინეთ: ბედ ბანიმ ალბომი Un Verano Sin Ti გამოუშვა

ფერნანდო ლუგოს სარეჟისორო ნამუშევარში ბანი ე.წ. პიკაპს რეცხავს, რა დროსაც გვერდზე მდგარი გოგონები გეგმავენ, როგორ გაერთონ ღამით. ჩენჩო კი ამ მომენტში ქალაქის ქუჩებში თეთრი ავტომობილით გადაადგილდება. ამის შემდეგ არტისტები აუზზე წვეულებას მართავენ ხსენებულ გოგონებთან და სხვებთან ერთად.

ბანის თქმით, დუეტი წლევანდელი Met Gala-ს შემდეგ ნიუ იორკში ჩაიწერა. კომპოზიცია ბილბორდის ლათინური სიმღერების ასეულში პირველ პოზიციაზე გავიდა. ეს მუსიკოსის რიგით მე-11 ნამუშევარია, რომელიც ამ ჩარტის სათავეში მოხვდა.

ბენიტო მარტინეს ოკასიომ, ფსევდონიმით Bad Bunny, მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. მან უკვე მოასწრო თანამშრომლობა ისეთ პოპულარულ არტისტებთან, როგორებიც არიან Cardi B, J Balvin, Daddy Yankee და სხვები. აღსანიშნავია, რომ ქარდი ბისთან და კოლუმბიელ ჯეი ბალვინთან ერთად 2018 წელს ჩაწერილი კომპოზიცია I Like It ბილბორდის ჩარტში პირველობას 12 კვირის განმავლობაში არ თმობდა. ბანის სტუდიურმა ნამუშევრებმა YHLQMDLG და El Último Tour Del Mundo სხვადასხვა წელს საუკეთესო ლათინური/ურბანული ალბომის კატეგორიაში გრემის ჯილდოები დაიმსახურა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: ბიონსე ახალ სინგლს Break My Soul ავრცელებს

შემდეგი სტატია

ნახეთ: ქარდი ბისა და Reebok-ის ახალი კოლექცია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი

პატი სმითი ტეილორ სვიფტის ახალ ალბომში მის შესახებ ტექსტს გამოეხმაურა

„შენ არ ხარ დილან თომასი, მე არ ვარ პატი სმითი, ეს არ არის „სასტუმრო ჩელსი”, ჩვენ თანამედროვე სულელები ვართ,” - ასე ჟღერს სიმღერის ტექსტის თარგმანი.
მეტი