ნახეთ: ქარდი ბისა და Reebok-ის ახალი კოლექცია

ფოტო: Arturo Holmes/GI for Whipshots

ცნობილმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქარდი ბიმ ბრენდ Reebok-თან თანამშრომლობით ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის რიგით მეოთხე კოლექცია სახელწოდებით Let Me Be…Enchanted ჩაუშვა გაყიდვაში. ბრონქსელი რეპერის მიერ შექმნილი მოდელები ონლაინ და შერჩეულ მაღაზიებშია ხელმისაწვდომი. Women’s Wear Daily-ის ინფორმაციით, კოლექციის მეორე ნაწილის გაყიდვა ამ ზაფხულის ბოლომდე დაიწყება.

ნახეთ: ქარდი ბი და ტიანა ტეილორი პროექტის Cardi Tries ახალ ეპიზოდში

ტანსაცმლის ზომები ზრდასრულთათვის 2XS-დან 2XL-მდე იქნება და $75-$300 ეღირება. ბავშვებისა და თინეიჯერებისთვის კი ღირებულება 50-75 დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება ფეხსაცმელს, სამ ფერში გამოშვებული Cardi B’s Freestyle Hi shoes ზრდასრულებისთვის 90 აშშ დოლარი ეღირება, ბავშვებისთვის 50, ხოლო თინეიჯერებისთვის 75. მოდელის Classic Leather V2 Women’s Shoes ფასი 110 დოლარი იქნება და მხოლოდ “რიბოკის” წევრი მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ნიუ იორკელმა ბელქალის ალმანზარმა, ფსევდონიმით Cardi B, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. 2017 წელს მან ჰიტი Bodack Yellow გამოუშვა, რომელმაც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში ზედიზედ სამი კვირა დაჰყო. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის წამყვან პოზიციაზე გავიდა. სინგლი ბრილიანტის სტატუსის მფლობელიც გახდა, რამაც ქარდი ამ მიღწევის მქონე პირველ ქალ რეპერად აქცია. 2019 წელს მუსიკოსის სამმაგი პლატინის მფლობელმა სადებიუტო ჩანაწერმა Invasion Of Privacy გრემის დაჯილდოებაზე “წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის” კატეგორიაში გაიმარჯვა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალმა სოლო არტისტმა აღნიშნული ნომინაცია მოიგო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ბედ ბანიმ სიმღერაზე Me Porto Bonito კლიპი გადაიღო

შემდეგი სტატია

ნახეთ: BTS სინგლის Yet to Come ანიმაციურ ვიდეორგოლს ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კანიე უესტს ყოფილმა თანამშრომლებმა დისკრიმინაციისა და შევიწროების ბრალდებით უჩივლეს

არასრულწლოვანი მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ მათ პორნოგრაფიულ მასალასთან შეხება უწევდათ.
მეტი