ნახეთ: ფოტოები BET Awards-ის წითელი ხალიჩიდან

ფოტო: Michael Buckner

ლოს ანჯელესში მდებარე მაიკროსოფტის თეატრში 2022 წლის დაჯილდოება BET Awards ჩატარდა. ცერემონიის დაწყებამდე მოწვეულმა არტისტებმა თავი ტრადიციულად წითელ ხალიჩაზე მოიყარეს, სადაც ჩაცმულობის დემონსტრირების შესაძლებლობა მიეცათ.

• ნახეთ: 2022 წლის BET Awards-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

მათ შორის, ვინც სამოსით განაცხადი გააკეთა, რეპერი ჯეკ ჰარლოუ გახლდათ. მან მუსიკოს ლილ ნას იქსს მხარდაჭერა გამოუცხადა და მაისურზე მისი ფოტო დაიტანა. აღსანიშნავია, რომ ჰარლოუმ ლილ ნასთან ჰიტზე Industry Baby ითანამშრომლა. ჯეკი დაჯილდოებაზე საუკეთესო მამაკაცი ჰიპ ჰოპ არტისტის კატეგორიაში იყო წარდგენილი, ლილ ნას იქსს კი ნომინაცია საერთოდ არ მიუღია, რამაც ამ უკანასკნელის გაღიზიანება გამოიწვია. “მგონია, რომ შავკანიანმა გეი ადამიანებმა უნდა იბრძოლონ ამ სამყაროში, რათა ისინი დაინახონ. რაც არ უნდა ვიმუშაოთ, ზოგიერთი ფიქრობს, რომ უჩინრები ვართ”, – დაწერა მან ტვიტერზე, მოგვიანებით კი პოსტი წაშალა. ამის შემდეგ მან YoungBoy Never Broke Again-თან ერთად ტრეკი Late to Da Party გამოუშვა, რომელშიც კვლავ გააკრიტიკა BET Awards. ღონისძიების ორგანიზატორებმა კი საპასუხოდ აღნიშნეს, რომ წარსულში მათ ლილ ნას იქსი დაფასების გარეშე არ დაუტოვებიათ.

სხვა მუსიკოსებს შორის აღსანიშნავი იყო ლიზო, რომელსაც შავი გრძელი კაბა ეცვა. ფოტოგრაფებს არ გამორჩენიათ ბილი პორტერის, სამერ უოკერისა და ქლოე ბეილის ჩაცმულობებიც.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

BTS-ის ჯეი-ჰოუპი სოლო ალბომის გამოშვების თარიღს ასახელებს

შემდეგი სტატია

ბონომ გაიხსენა, როგორ იპოვა უცნობი ძმა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Ariana Grande on 'Sentimental Men Podcast. Courtesy Photo

არიანა გრანდეს თქმით, ფილმ Wicked-ში გლინდას როლის მოპოვებისთვის მხოლოდ სუპერვარსკვლავობა საკმარისი არ იყო

მომღერალი ემოციურად იხსენებს კრისტინ ჩენოვეთის სიტყვებს გლინდას როლის შესახებ
მეტი

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

ნინი ნუცუბიძე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკალური დაჯილდოების, Billboard Women in Music-ის Global Force-ის ნომინანტთა სიაშია.  8 მარტს…
მეტი

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

2024 წელს წინანდლის მამულის ამფითეატრში ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ტრადიციული ღონისძიება, „ევროპაკონცერტი” გაიმართება.  პოლ მაკარტნიმ დაკარგული გიტარა იპოვა  თამადამ…
მეტი

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

8 მარტს Billboard Georgia Stage „ბასისტების დედოფალს” – ნიკ უესტს უმასპინძლებს მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, მებო ნუცუბიძემ ახალი სიმღერა…
მეტი