ბონომ გაიხსენა, როგორ იპოვა უცნობი ძმა

ფოტო: Axelle/Bauer-Griffin/FilmMagic

ცნობილი ირლანდიური როკ კოლექტივის, U2-ს ფრონტმენმა ბონომ სამაუწყებლო კომპანია BBC-ის პოდკასტში Desert Discs გაიხსენა, როგორ აღმოაჩინა 2000 წელს, რომ კიდევ ერთი  ძმა ჰყოლია.

“კიდევ ერთი ძმა მყავს, რომლის შესახებაც არ ვიცოდი. დედაჩემი რომ გარდაიცვალა, მამაჩემმა ბევრი ინერვიულა, თუმცა, ნაწილობრივ მისი გონება და გული მაინც სხვაგან იყო. ვფიქრობ, სწორედ ეს იყო იმ პრობლემის ერთ-ერთი სათავე, რასთან გამკლავებაც ბავშვობაში მიხდებოდა. ის ძალიან ახლობელი ოჯახია. მამაჩემს ღრმა მეგობრობა აკავშირებდა ლამაზ ქალთან, რომელიც ჩვენი ოჯახის ნაწილი იყო. მათ ბავშვი შეეძინათ და ამას საიდუმლოდ ინახავდნენ”, – განუცხადა მუსიკოსმა წამყვან ლორენ ლავერნს.

როგორც არტისტი იხსენებს, დედამ, რომელიც 14 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაეცვალა, ქმრის სხვა შვილის შესახებ არაფერი იცოდა.

“ვკითხე, უყვარდა დედაჩემი? კიო – მიპასუხა. მაშინ, როგორ შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო? შეიძლებოდაო, მითხრა”, – აღნიშნა 22 გრემის მფლობელმა ბონომ.

მუსიკოსმა პოდკასტში სტუმრობისას აგრეთვე დაასახელა რვა ჩანაწერი, რომელსაც დაუსახლებელ კუნძულზე წაიღებდა. ესენია: პიტერ ფრემპტონის Show Me the Way, ბობ დილანის Every Grain of Sand, ემელი სანდეს ნამღერი Abide With Me, ნოელ გალაჰერის ჯგუფის High Flying Birds მიერ შესრულებული Dead in the Water, ბენდ Inhaler-ის Ice Cream Sundae, ანჯელიკა კიჯოს Agolo, ვერდის La Traviata Prelude to Act 1 და შოტლანდიური როკ კოლექტივის Simple Minds კომპოზიცია Someone Somewhere in Summertime.

მოუსმინეთ პოდკასტს ბონოს მონაწილეობით აქ.

ბონომ განსაკუთრებული პოპულარობა U2-ს წევრობით მოიპოვა. ის დუბლინში 1976 წელს ჩამოყალიბებული ჯგუფის ვოკალისტი და მთავარი ლირიცისტია. კოლექტივს მუსიკის ისტორიაში ყველაზე მეტი, 22 გრემი აქვს მოპოვებული ბენდებს შორის. 22 გრემის მფლობელ არტისტებს კარიერის განმავლობაში 14 ალბომი აქვთ გამოშვებული. 170 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით U2 მუსიკის ინდუსტრიაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად რჩება. ბენდის სიმღერები With or Without You და I Still Haven’t Found What I’m Looking For სხვადასხვა დროს ბილბორდის ჩარტებში პირველ პოზიციას იკავებდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ფოტოები BET Awards-ის წითელი ხალიჩიდან

შემდეგი სტატია

ნახეთ: რიკი მარტინი ახალ კლიპზე მუშაობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„შუქი მოვიდა – ო, რა კარგია”

„როდესაც თბილისში ვარ, თავს სხვანაირად ვგრძნობ. ეს განცდა ალბათ მხოლოდ მაშინ გიჩნდება, როცა ქვეყანაში დიდხანს ცხოვრობდი და მასზე სიზმრებსაც ხედავ.” - ფრედი პაიანი.
მეტი
Izmir - ფოტო: ნინუცა კაკაბაძე, ლოკაცია -Loco Park • ლოკო პარკი

Izmir – მუსიკა, რომელიც სიჩუმესა და ხმაურს შორის შინაგან მონოლოგს ჰყვება

„Izmir არის დასავლური ჟანრის მუსიკა აღმოსავლური ელემენტებით, რაღაც მხრივ ის შეიძლება აღვიქვათ, როგორც დასავლური და აღმოსავლური კულტურის შერწყმის გეოგრაფიული წერტილი.“
მეტი
The Cave - ფოტო: ნიკა ზუბაშვილი

The Cave  – ქართული ალტერნატიული სივრცის ახალი სახე და სინგლი Mrs Cherry, რომელიც 30 ნოემბერს გამოვა

“რაც შეეხება Mrs Cherry-ს, ამ სინგლამდე სარეპეტიციოში ჩატარებული მრავალი ექსპერიმენტის შედეგად მივედით."
მეტი

შერონ ოსბორნი აკრიტიკებს ყოფილი მენეჯერის გეგმას, გამოაქვეყნოს Black Sabbath-ის აქამდე უცნობი ჩანაწერები

„იცი, რომ როგორც ბენდი, Black Sabbath ასეთ რაღაცებს არ ეგუება,” - დაწერა შერონმა ინსტაგრამზე.
მეტი