ნახეთ: რიკი მარტინი ახალ კლიპზე მუშაობს

ფოტო: Monti Smith

პუერტორიკოელი მომღერალი, რიკი მარტინი ახალ სინგლზე ვიდეორგოლს იღებს. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალური მედიის საშუალებით მილიონობით თაყვანისმცემელს გაუზიარა.

“ამ კადრით ერთგვარად ახალ კლიპს ვაანონსებ. ძალიან გრძელი დღე იყო, მაგრამ ყველაფერმა საოცრად კარგად ჩაიარა, რადგანაც სწორი ადამიანები მყავდა გარშემო. სიყვარული და სინათლე მთელი დღის განმავლობაში”, – დაწერა 50 წლის მუსიკოსმა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Ricky Martin (@ricky_martin)

მუსიკალურ ვიდეორგოლზე კარლოს პერეზმა იმუშავა, რომელსაც ლუის ფონსისა და Wisin & Yandel-ის კლიპებზე აქვს ნამუშევარი. გადასაღებ მოედანზე მარტინს თავისი ვაჟი, 13 წლის მატეო ახლდა.

“შეხედეთ, ვინ გადაწყვიტა, ჩემთან ერთად ვიდეოს გადასაღებად წამოსულიყო”, – დაწერა შემსრულებელმა კიდევ ერთ პოსტში.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Ricky Martin (@ricky_martin)

მუსიკოსმა პოსტებში ჰეშთეგით დაწერა სიტყვა Play, რაც მისი მომავალი სტუდიური ჩანაწერის სახელწოდებაა. ნამუშევარი რიკის ლათინური გრემის მფლობელი EP-ის Pausa მეორე ნაწილია.

“ორი სხვადასხვა ჩანაწერი შევქმენი. Pausa უფრო ნელი და მოდუნებულია, Play კი რიტმული იქნება”, – განუცხადა მარტინმა ჟურნალ “ბილბორდს” 2020 წელს.

მომღერალი მუსიკის გარდა სატელევიზიო პროექტებზეც მუშაობს. მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის Apple TV+-ის სერიალში Mrs. American Pie მთავარ როლს შეასრულებს. მასში აგრეთვე ითამაშებენ კრისტენ ვიგი, ელისონ ჯენი და ლორა დერნი, რომელიც აგრეთვე შოუს პროდიუსერია. 10-ეპიზოდიანი ნამუშევარი ჯულიეტ მაკდანიელის ნოველას Mrs. American Pie ეფუძნება.

პუერტორიკოელმა რიკი მარტინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1984 წელს დაიწყო. ორი გრემის მფლობელ მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Livin’ La Vida Loca, María და She Bangs მოუტანა. 2016 წელს კოლუმბიელ პოპვარსკვლავთან, მალუმასთან ერთად ჩაწერილ სიმღერაზე Vente Pa’ Ca გადაღებულმა კლიპმა კი იუთუბზე 1,8 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა. შემსრულებელს მსოფლიოში 70 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბონომ გაიხსენა, როგორ იპოვა უცნობი ძმა

შემდეგი სტატია

ნახეთ: კრის მარტინმა წყვილისთვის პაბში A Sky Full of Stars დაუკრა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი