ნახეთ: კრის მარტინმა წყვილისთვის პაბში A Sky Full of Stars დაუკრა

ფოტო: Shlomi Pinto/GI

პოპულარული პოპ როკ კოლექტივის, Coldplay-ს ფრონტმენმა, კრის მარტინმა ერთ-ერთი პატარა ბრიტანული სოფლის, ჰინტონ ჩარტერჰაუსის პაბში The Stag Inn ექსპრომტად სიმღერა შეასრულა. გავრცელებულ ვიდეოში მუსიკოსი ახლად დანიშნულ წყვილს დაგეგმილი საქორწინო ცერემონიის შესახებ ესაუბრება, შემდეგ კი 2014 წლის ჰიტს A Sky Full of Stars მღერის.

“არასდროს იცი, ვის შეხვდები მოულოდნელად. რა საოცარი კაცია”, – დაწერეს პაბის წარმომადგენლებმა ტვიტერზე და ვიდეო გააზიარეს.

“ქოლდფლეი” ამჟამად მსოფლიო ტურნეს Music of the Sphere World Tour იწყებს, რომელიც 2 ივლისს გერმანიის ქალაქ ფრანკფურტით გაიხსნება. ამის შემდეგ კოლექტივი ვარშავას, ბერლინს, ბრიუსელსა და ლონდონს ეწვევა.

Coldplay ლონდონში 1996 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში კოლექტივს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ჯგუფის სამი სტუდიური ნამუშევარი – Parachutes, A Rush of Blood to the Head და X&Y დიდი ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ალბომებს შორის მოხვდა. შვიდი გრემის მფლობელ ბენდს ჯამში 9 ჩანაწერი აქვს გამოშვებული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: რიკი მარტინი ახალ კლიპზე მუშაობს

შემდეგი სტატია

ნახეთ: კელი კლარკსონი ალანის მორისეტის ჰიტს Ironic ასრულებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი