მიუხედავად იმისა, რომ ჯენეტ ჯექსონი ოჯახურ დეტალებს ხშირად არ აზიარებს, ახლახან, მან ინსტაგრამსა და ტვიტერზე ფოტო დადო, სადაც ძმისშვილთან, პერის ჯექსონთან ერთად პოზირებს.
„რა კარგია ჩემს ლამაზ ძმისშვილთან შეხვედრა”, – წერს მომღერალი.
მამიდისა და ძმისშვილის მხრიდან ასეთი საჯაროდ გაზიარებული მომენტები ძალიან იშვიათია. 2018 წელს, მას შემდეგ, რაც პერისი ბილბორდის დაჯილდოებაზე არმისვლის გამო გააკრიტიკეს (სადაც ჯენეტ ჯექსონი იყო წარდგენილი), მან განაცხადა, რომ ცდილობს, ოჯახური ამბები მაქსიმალურად პრივატულად შეინახოს.
„ძვირფასო გამომწერებო, მეგობრებო, გულშემატკივრებო და კრიტიკოსებო, ძალიან გთხოვთ, არ მასწავლოთ, მომთხოვოთ, ან ეცადოთ, გამიკონტროლოთ, თუ როგორ წარვმართავ ურთიერთობებს ადამიანებთან. განსაკუთრებით კი, ჩემს ოჯახთან”, – წერდა მაშინ პერისი თავის ინსტაგრამზე. „მესმის, რომ ზოგი თქვენგანი რაღაც ტიპის კავშირს გრძნობს ჩვენთან, გამომდინარე იქიდან, რომ გვიყურებდით, როგორ ვიზრდებოდით. თუმცა, მე სიტუაციებს ვმართავ ისევე, როგორც ამას მამაჩემი აკეთებდა. მე ყოველთვის მექნება სიყვარული და პატივისცემა ჩემი ოჯახის მიმართ.”
ნახეთ ჯენეტისა და პერისის ფოტო