Moana 2-ის ტრეილერმა დისნეის ანიმაციური ფილმების ყველაზე ყურებადი ვიდეოს რეკორდი მოხსნა

ანიმაციური ფილმი კინოთეატრებში შემოდგომაზე გამოვა.
Moana 2
Moana 2

დისნეის ანიმაციური ფილმის, Moana 2-ის ვიდეო თიზერი 29 მაისს გამოქვეყნდა და სხვადასხვა პლატფორმებზე 24 საათში რეკორდული, 178 მილიონი ნახვა დააგროვა.

გამოცემა Deadline-ის მიხედვით, ნახვები TikTok, YouTube, X, Instagram, Facebook და Snapchat-ის პლატფორმებით დაითვალეს. Moana 2-ის ნახვების რაოდენობა, წინა რეკორდსმენების, ანიმაციური ფილმების Inside Out 2-ის  (157 მილიონი) და Frozen 2-ის (116 მილიონი) ნახვებსაც კი აჭარბებს. 

Moana 2 კინოთეატრებში 27 ნოემბერს გამოვა.  მოანასა და მაუის როლებს კი კვლავ აული’ი კრავალიო და  დუეინ ჯონსონი შეასრულებენ. ორწუთიან ვიდეო ტრეილერში მოანა სულიერი მოწოდების გამო ზღვაში მოგზაურობას იწყებს, სადაც კიდევ ერთხელ ხვდება ნახევარღმერთ მაუის.

„ახალ ცაზე გაცურვა ჩვენი წინაპრების მოწოდებაა, სადაც ჩვენი ხალხის ოკეანესთან ხელახლა  დაკავშირება უნდა მოხდეს.“ – ამბობს თიზერში მოანას ხმით აული’ი კრავალიო.

Moana 2-ის რეჟისორები დევიდ დერეკ უმცროსი, ჯეისონ ჰენდი და დანა ლედუ მილერი არიან, პროდიუსერები კი კრისტინა ჩენი და ივეტ მერინო. სიმღერების ავტორი აბიგაილ ბარლოუსი და ემილი ბერი, მუსიკალური გაფორმება კი ოპეტაია ფოიასა და მარკ მანჩინას ეკუთვნით. 

Moana-ს პირველი სერიის საუნდტრეკი ანიმაციურ ფილმ Encanto-ს კომპოზიტორის, ლინ-მანუელ მირანდას მიერ არის შექმნილი. სიმღერები How Far I’ll Go და You’re Welcome ბილბორდის საუკეთესო 100-ში მოხვდა და 2021 წლის აგვისტოში Frozen-ის სიმღერებიც კი მოიტოვა უკან. Moana-ს საუნდტრეკები ბილბორდის საუნდტრეკების ჩარტებში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდის, 52 კვირის განმავლობაში  ლიდერობდა.

ნახეთ Disney-ს ანიმაციური ფილმის Moana 2-ის ტრეილერი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ცნობილი სახეები დონალდ ტრამპის გამამტყუნებელ ვერდიქტს ეხმაურებიან

შემდეგი სტატია

თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი იწყება

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი