,,ჯაზი და ღვინო” – წინანდლის მამულმა რიგით მეექვსე ფესტივალს უმასპინძლა

ორი ქვეყნის კულტურა, ღვინო და ჯაზი – კახეთში, წინანდლის მამულში,  ფესტივალი ,,ჯაზი და ღვინო” მეოთხედ ჩატარდა. 15-16 ოქტომბერს შეკრებულ სტუმრებს დაუვიწყარი დღეები აჩუქა. ახალი ფორმატის თანახმად,  წელს პირველად ფესტივალმა სტუმარი ქვეყნის სტატუსით ამერიკას უმასპინძლა. ქართული ღვინის მწარმოებლებს ამერიკელი მეღვინე და შეფ-მზარეული შეუერთდა. 

ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ  ახალ მარნებს, დაეგემოვნებინათ ღვინის სახეობები და მსოფლიო დონის ვარსკვლავების მიერ შესრულებული მუსიკა მოესმინათ. 

კეილი ოდოერტის კვინტეტი, წინანდლის მამული

ფესტივალის მუსიკალური ნაწილი სვინგის ახალი ერის დედოფლად აღიარებული ელის ფრანცის გამოსვლით დაიწყო. კაილი ოდოერტის კვინტეტმა კი წინანდლის მამულში შეკრებულ სტუმრებს დაუვიწყარი საჩუქარი გაუკეთა, მუსიკოსებმა ქართული სიმღერა  “ჟუჟუნა წვიმა მოვიდა” შეასრულეს. 

,,გეგმის მიხედვით წარდგა ყველაფერი. რაც მთავარია ეს ფესტივალი ოჯახურ ფესტივალად იქცა, ყველა მოდის ბაბუებით, შვილებით და შვილიშვილებით, ყველა რაიმე მოსაწონს პოულობს. 16 ოქტომბერს კვინტეტმა პროგრამა გააკეთა – ჯაზი ბავშვებისთვის, მშობლებმა შვილები მოიყვანეს და ძალიან კარგი მასტერკლას-კონცერტი გამართეს, რომელშიც ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულები. ბავშვებთან ერთად მეც დიდი სიამოვნება მივიღე. კალიფორნიაშია მსგავსი ფესტივალი, ბორდოში… უკვე კახეთშიც, ღვინის სამშობლოში”,- კახი კანდელაკი.   

De-Phazz, წინანდლის მამული

როგორც ისთერნ პრომოუშენის დამფუძნებელმა კახი კანდელაკმა აღნიშნა, აღდგენილი წინანდლის მამული და იქ შექმნილი გარემო ბევრი იდეის განხორციელებაში ეხმარება. ფესტივალმა კახეთში ჯაზისა და ღვინის მოყვარულები, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები და არაერთი სტუმარი გააერთიანა. ფესტივალის მუსიკალური მხარე თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული  ბენდის, De-Phazz-ის კონცერტით  დასრულდა. ღვინის ადგილობრივმა მწარმოებლებმა და ჯაზის ვასრკვლავებმა კი სტუმრებისთვის დაუვიწყარი გარემო შექმნეს. 

წინანდლის მამული
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Fall Set – ის ფარგლებში თბილისს Worakls Orchestra ეწვევა

შემდეგი სტატია

10 როკ სიმღერა, რომელიც 2000- იანი წლების პერიოდის შემდეგ TikTok-ზე პოპულარულია

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი