Fall Set – ის ფარგლებში თბილისს Worakls Orchestra ეწვევა

Summer Set ფესტივალის, შემოდგომის სერია – Tbilisi Fall Set -ის ფარგლებში, თბილისს Worakls Orchestra – ესტუმრება.
Worakls

4 ნოემბერს ღონისძიებაზე  მსმენელის წინაშე ფრანგი არტისტი Worakls – წარდგება, რომელიც თბილისში,  „Orchestra Part 2” მხარდასაჭერი ტურნეს ფარგლებში ჩამოვა.

Worakls Orchestra Tour განსხვავებული კონცეფციის მქონე ტურნეა, სადაც ელექტრონული მუსიკისა და ცოცხალი ორკესტრის სინთეზი შედგება.

ფრანგი მუსიკოსი კევინ როდრიგესი, ზედმეტსახელით Worakls-ით არის ცნობილი. კონსერვატორიის დასრულების შემდეგ, იგი ელექტრონულ მუსიკას გაჰყვა და წარმატებას მიაღწია, როგორც ცნობილი სიმღერების ქავერ შესრულებით, ასევე საკუთარი სოლო ნამუშევრებით. 

2014 წელს Worakls-მა მეგობრებთან N’to და Joachim Pastor-თან ერთად ლეიბლი Hungry Music დააარსა.

ჟურნალმა ბილბორდმა მუსიკოსი შეაფასა, როგორც „ამომავალი ფრანგი დიჯეი“ და მის შემოქმედებას ვრცელი სტატია მიუძღვნა.

მუსიკოსმა პირველი სტუდიური ალბომი 2019 წელს გამოუშვა. დისკის სახელწოდებაა Orchestra, ხოლო მეორე ალბომი – სახელწოდებით – Sur Le Front Des Animaux Menacés  2020 წელს გამოსცა.

4 ნოემბერს Worakls Orchestra და „გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის“ სოლისტები ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე  Fall Set ერთ სცენაზე წარდგებიან.

ღონისძიება Warehouse 7/მე-7 პავილიონში გაიმართება, რომელიც 15 000 სტუმარს იტევს. საფესტივალო ტერიტორია ნაძალადევში, ახალქალაქის 30/32-ში მდებარეობს.

ღონისძიება განრიგი კი ასე გამოიყურება:

22:00 – TBC 

00:00 –  Mark Hoffen 

01:30 –  Changeover

 02:00 – Worakls Orchestra 

04:00 – Changeover

04:30 –  Endorpohins

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ, როგორ ერთობა მადონა პოსტ მელოუნთან ერთად

შემდეგი სტატია

,,ჯაზი და ღვინო” – წინანდლის მამულმა რიგით მეექვსე ფესტივალს უმასპინძლა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Mariam Shengelia – Freedom (LIVE) | Georgia 🇬🇪 | Second Semi-Final | Eurovision 2025

საქართველო ევროვიზიის ფინალს გამოეთიშა

საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში, ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მეორე ნახევარფინალის შემდეგ გამოეთიშა.
მეტი
საბრინა კარპენტერი SNL50-ის საიუბილეო საღამოზე, 16 თებერვალი, 2025 წელი, ნიუ იორკი. ფოტო დიმიტრიოს კამბუირსი /Getty Images

Saturday Night Live – შოუს 50 წლის საიუბილეო საღამო საბრინა კარპენტერმა და პოლ საიმონმა Homeward Bound-ის სიმღერით გახსნეს

დუეტ Simon & Garfunkel-ის ეს სიმღერა პოლ საიმონმა და ჯორჯ ჰარისონმა შაბათის ღამის შოუში 1976 წელს შეასრულეს.
მეტი

17 აგვისტოს „სოციალური სივრცე“ საერთაშორისო ფენომენად ქცეულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს

Starring Georgia-ს ფარგლებში „სოციალური სივრცის“ სცენა ელექტრონული მუსიკის გამორჩეულ ფესტივალს, All Day I Dream-ს დაეთმობა.
მეტი